ფეხბურთი

2:08 | 16.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნს“ ვერცხლის სინი ცალი ხელით უჭირავს

გერმანიის ბუნდესლიგის 22–ე ტურის წინ, ერთ–ერთ გამორჩეულ მატჩად „ვოლფსბურგისა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ დაპირისპირება იყო მიჩნეული და შეიძლება ითქვას, მოლოდინი გამართლდა კიდეც. „რეკორდმაისტერმა“ „ფოლკსვაგენ არენადან“ 3 ქულა წაიღო და ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა.

36–ე წუთზე, მიუნხენელები ძალზე ეფექტური გოლით დაწინაურდნენ – ტონი კროოსის ჩაწოდების შემდეგ, ბასტიან შვაინშტაიგერმა მარიო მანჯუკიჩს უპასა, ხორვატმა კი, მოხდენილი „მაკრატელა“ დარტყმით დალაშქრა მასპინძელთა კარი.

„ბაიერნი“ შესვენებაზე უპირატესობით გავიდა და მეორე ტაიმიც მშვიდად დაიწყო. რამდენჯერმე, „ვოლფსბურგმაც“ შეუტია, მაგრამ საქმე ანგარიშის გათანაბრებამდე ვერ მიიყვანა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, შეცვლაზე შესულმა არიენ რობენმა ტომას მიულერისგან კარგი პასი მიიღო და უძლიერესი დარტყმით თავისი გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. საგულისხმოა, რომ ჰოლანდიელი სრულიად მარტო იმყოფებოდა მეტოქის საჯარიმოში და მეურვის გარეშე გოლის გატანა, ცხადია, არ გასჭირვებია. ეს გოლი ნახევარმცველს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დიდად წაადგება, რადგან უკანასკნელ პერიოდში, არცთუ წარმატებული პერიოდი აქვს.

ცნობისათვის, რობენმა, მადრიდის „რეალიდან“ „ბაიერნში“ გადასვლის შემდეგ (2009 წ.), პირველი მატჩი სწორედ „ვოლფსბურგის“ წინააღმდეგ ჩაატარა. ის შეხვედრა მიუნხენელებმა 3:0 მოიგეს, ჰოლანდიელმა გარემარბმა კი, დუბლი შეასრულა.

 

ვოლფსბურგი. „ფოლკსვაგენ არენა“. 30000

ვოლფსბურგი – ბაიერნი 0:2 (0:1)

ვოლფსბურგი: ბენალიო, ნალდო, მადლუნგი, შეფერი, დიეგო, ვიეირინია (ფაგნერი 75), პოლაკი, ტრეში (ჰელმესი 75), ჰასებე, დოსტი, ოლიჩი (პერიშიჩი 65).

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

ბაიერნი: ნოიერი, ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა, გუსტავუ, კროოსი (რობენი 78), რიბერი (ტიმოშჩუკი 78), შვაინშტაიგერი, მიულერი, მანჯუკიჩი (გომესი 83).

მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი

გოლები: 0:1 მანჯუკიჩი (36), 0:2 რობენი (90)

გაფრთხილებები: მადლუნგი (23), ვიეირინია (35), დოსტი (45), ჰასებე (73), ნალდო (80) – რიბერი (58), დანტე (76)

არში დარტყმა: 6 (1) – 5 (2) ჯარიმა: 26 - 18 კუთხური: 3 - 2 თამაშგარე: 1 - 5 ბურთის ფლობა: 43% - 57% სეივი: 0 – 1

 

 

1. ბაიერნი 22 18 3 1 57:7 57
2. დორტმუნდი 21 11 6 4 47:26 39
3. ლევერკუზენი 21 11 5 5 41:29 38
4. აინტრახტი                  21 11 4 6 38:31 37
5. ფრაიბურგი 21 8 7 6 26:20 31
6. მაინცი 21 9 4 8 28:25 31
7. ჰამბურგი 21 9 4 8 26:27 31
8. გლადბახი 21 7 9 5 31:32 30
9. ჰანოვერი 21 9 2 10 39:39 29
10. შალკე 21 8 5 8 33:35 29
11. ვერდერი 21 8 4 9 36:38 28
12. ვოლფსბურგი 22 7 5 10 22:32 26
13. ნიურნბერგი 21 6 7 8 20:27 25
14. შტუტგარტი 21 7 4 10 23:39 25
15. ფორტუნა 21 6 6 9 26:29 24
16. ჰოფენჰაიმი 21 4 4 13 26:45 16
17. აუგსბურგი 21 2 9 10 17:33 15
18. ფიურტი 21 2 6 13 13:35 12

 

16 თებერვალი: ლევერკუზენი – აუგსბურგი, ვერდერი – ფრაიბურგი, მაინცი – შალკე, ჰამბურგი – გლადბახი, ფორტუნა – ფიურტი, დორტმუნდი – აინტრახტი.

17 თებერვალი: ნიურნბერგი – ჰანოვერი, ჰოფენჰაიმი – შტუტგარტი.

ბომბარდირები: მანჯუკიჩი (ბაიერნი) – 15, კისლინგი (ლევერკუზენი), ლევანდოვსკი (დორტმუნდი) – 14, მაიერი (აინტრახტი), სალაი (მაინცი) – 12, მიულერი (ბაიერნი) – 11.

0.111473