მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო სეზონში თავდამსხმელ მარიო მანჯუკიჩს არ გაყიდის. “რეკორდმაისტერს” შეტევის ხაზში დიდი კონკურენცია სურს და ხორვატის დათმობას არ გეგმავს.
“მანჯუკიჩს “ბაიერნთან” კონტრაქტი აკავშირებს. გვესმის, რომ მისი შეძენა ბევრ კლუბს სურს, მაგრამ მჯერა, მარიო მომდევნო სეზონშიც ჩვენთან იქნება”, - განუცხადა “ბაიერნის” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ გერმანულ მედიას.
ცნობისათვის, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, მანჯუკიჩმა 24 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი მიითვალა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დღეს ბაიერნი საჩემპიონო თამაშს თამაშობს და ერთი სიტყვაც არ დაუწერიათ !!!!