ფეხბურთი

20:08 | 23.03.2014 | ნანახია NaN - ჯერ

“ბაიერნს” დრაქსლერი არ სჭირდება

 

მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელობა გელზენკირხენის “შალკეს” ნახევარმცველის – იულიან დრაქსლერის შეძენას არ გეგმავს. 20 წლის გერმანელი ბევრი ევროპული გრანდის ყურადღებას იპყრობს, მაგრამ მათ სიაში “ბაიერნი” არაა.

“გარწმუნებთ, ზაფხულში დრაქსლერისთვის ბრძოლას არ დავიწყებთ. ვფიქრობ, ხალხი ჩვენს სატრანსფერო პოლიტიკას ვერ იგებს. “შალკესა” და “გლადბახის” ლიდერების ყიდვა, მათი კლუბების დასუსტების მიზნით, ჩვენს ინტერესებში არ შედის. ახლო წარსულში, რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი ვიყიდეთ, რადგან ზოგიერთი ჩვენი წამყვანი ფეხბურთელი უკვე 30 წელს აცდა. მომავალში, ახალგაზრდებს ნაკლებად ვიყიდით”, - განუცხადა “ბაიერნის” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კარლ ჰაინც-რუმენიგემ გერმანულ მედიას.

აღსანიშნავია, რომ დრაქსლერის შეძენა ინგლისის პრემიერლიგის რამდენიმე კლუბს სურს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:17 | 28.09.2017
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

ოხ რა ჩუმ ჩუმად მიიპარებით ტრიპლეტისკენ მაიკლ სკოფილდია ვალვერდე

14:06 | 28.09.2017
KoRBeN DaLLaS (24842)

თუ არსად წავა, დიდი ალბათობით გადაასწრებს ხავისაც.
მაგრამ ჰაი ჰაი, რომ წავა

14:36 | 28.09.2017
BEERTRANCE (97819)

და სანაცვლოდ გუგავა მიუვათ ჰო? DDDDDDDDDDDDDDDD

14:53 | 28.09.2017
KoRBeN DaLLaS (24842)

ერთი გუგავა ხომ ჰყავთ ? სატრანსფერო ამბებს ვინც განაგებს

17:15 | 28.09.2017
BEERTRANCE (97819)

ეგ შალიკო მეგონა DDDDDDDDDDDDDDDDD

0.069368