ფეხბურთი

22:20 | 11.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნმა“ ვერცხლის სინი იზეიმა

შაბათს, გერმანიის ბუნდესლიგის 33–ე ტურის ყველა მატჩი ჩატარდა. ზედა სამეულში ყველაფერი გარკვეულია, ქვედაში კი, „ფორტუნა“, „აუგსბურგი“ და „ჰოფენჰაიმი“ იბრძვიან უმაღლეს ლიგაში დასარჩენად.

შეიძლება ითქვას, ტური საკმაოდ შედეგიანი გამოდგა და გერმანული ფეხბურთის ქომაგებს ნამდვილად არ მოუწყენიათ. მიმდინარე გათამაშების ვადამდელმა ჩემპიონმა მიუნხენის „ბაიერნმა“ „აუგსბურგი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა და მატჩის ბოლოს, ვერცხლის სინიც აღმართა, რომელსაც ხანგრძლივი ზეიმი მოჰყვა.

უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, პირველმა ტაიმმა უგოლოდ ჩაიარა, შემდეგ კი, მიუნხენელებმა მეტოქეს 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს. ანგარიში ტომას მიულერმა გახსნა, რომელმაც დანტეს ჩაწოდებულს შედეგიანად დაჰკრა თავი და „ბაიერნი“ დააწინაურა. 82–ე წუთზე, ფრანკ რიბერი მეურვეს ეფექტურად გაექცა და შერდან შაქირის უპასა, ამ უკანასკნელმა კი, ფრანგს გადაცემა დაუფასა და „ბაიერნის“ უპირატესობა ორბურთიანი გახადა. მატჩში წერტილი ბრაზილიელმა ლუის გუსტავომ დასვა, რომელმაც მინდორზე შესვლიდან 4 წუთში აიღო სტუმართა კარი – 3:0.

„ფოლკსვაგენ არენაზე“, „ვოლფსბურგმა“ და „დორტმუნდმა“ ერთმანეთს 3–3 გოლი გაუტანეს და თითო ქულას დასჯერდნენ. იურგენ კლოპის გუნდისთვის, მატჩი კარგად დაიწყო, მაგრამ წარუმატებლად გაგრძელდა და დორტმუნდელებს მატჩის მიწურულს რომ არ ეყოჩაღათ, ქულასაც ვერ აიღებდნენ.

მე–5 წუთზე, ნური შაჰინის ჩაწოდებულს სვენ ბენდერი დაუხვდა და სტუმრები დააწინაურა. საპასუხოდ, სულ რაღაც 8–წუთიან მონაკვეთში, ვოლფსბურგელთა ნახევარმცველმა ივან პერიშიჩმა დუბლი შეასრულა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. აქედან 4 წუთში, კუთხურისას შეტევაში ჩართულმა ნალდომ ძლიერი დარტყმით დაამწუხრა დორტმუნდელები და თავის გუნდს მნიშვნელოვანი უპირატესობა მოუტანა.

მატჩის მიწურულს, „დორტმუნდის“ ვარსკვლავმა მარკო როისმა გაიბრწყინა – ჯერ თავზე გადაუგდო მეკარეს ბურთი და ანგარიშში სხვაობა შეამცირა, შემდეგ კი, მარცხენა ფეხით ძლიერად დაჰკრა და ტაბლოზე 3:3 „აანთო“.

გელზენკირხენის „შალკემ“ საკუთარ კედლებში „შტუტგარტს“ უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად, დამარცხდა. კარგი მატჩი ჩაატარა სტუმართა შემტევმა ვედად იბიშევიჩმა, რომელმაც თავის ანგარიშზე დუბლი ჩაიწერა. ბოსნიელმა პირველი გოლი 24–ე წუთზე გაიტანა – იბრაიმა ტრაორეს გამბრჭოლ გადაცემას დაუხვდა და ბურთი კარის ბადეში მოათავსა. მეორე ტაიმში, კრისტიან გენტნერმა გამოიჩინა თავი საგოლე პასით და იბიშევიჩს მეორედ გაატანინა, რამაც მატჩის ბედი მეტწილად გადაწყვიტა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, შტუტგარტელთა ავტოგოლის წყალობით, ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე დავიდა, მაგრამ „შალკემ“ ქულის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.

 

მიუნხენი. „ალიანს არენა“. 71000

ბაიერნი – აუგსბურგი 3:0 (0:0)

ბაიერნი: ნოიერი, ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ხავი მარტინესი, რობენი (გომესი 71), შვაინშტაიგერი, რიბერი, ალაბა, მიულერი (გუსტავო 83), მანჯუკიჩი (შაქირი 70).

მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი

აუგსბურგი: მანინგერი, რაინჰარდტი, ვერჰაგი, კლავანი, ოსტშოლეკი, ვერნერი (ერლი 79), ბაიერი, მორავეკი (ჩჟა–ჩოლი 65), ჰანი, მიოლდერსი (ფოგტი 56), დონ–ვონი.

მწვრთნელი: მარკუს ვაინარცლი

გოლები: 1:0 მიულერი (68), 2:0 შაქირი (82), 3:0 გუსტავო (87)

გაფრთხილებები: მორავეკი (32)

არში დარტყმა: 13 (9) – 5 (3) ჯარიმა: 10 - 13 კუთხური: 9 - 2 თამაშგარე: 1 - 0 ბურთის ფლობა: 64% - 36%

 

მაინცი. „კოფას არენა“.

მაინცი – გლადბახი 2:4 (1:1)

მაინცი: მიულერი, ნოვესკი, სვენსონი, პოსპეხი, ზაბავნიკი, კალიჯური (რისე 65), ივანშიცი, ბაუმჰარტლინგერი, მიულერი, მალი (დაგფოუსი 78), პარკერი (სლიშკოვიჩი 66).

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გლადბახი: შტეგენი, ვენდტი, შტრანცლი, ნორდტვეიტი, დომინგესი, არანგო (დამსი 90), იანტკშე, ჯაკა, ჰერმანი (მლაპა 88), ჰანკე, ჰრგოტა (რუპი 85).

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

გოლები: 1:0 პარკერი (12), 1:1 ჰრგოტა (39პ.), 1:2 ჰრგოტა (59), 1:3 ჰანკე (64), 1:4 ჰრგოტა (80), 2:4 ივანშიცი (90პ.)

გაფრთხილებები: სვენსონი (39)

არში დარტყმა: 7 (5) – 11 (8) ჯარიმა: 10 - 13 კუთხური: 3 - 3 თამაშგარე: 4 - 0 ბურთის ფლობა: 55% - 45%

 

ლევერკუზენი. „ბაი არენა“.

ლევერკუზენი – ჰანოვერი 3:1 (2:0)

ლევერკუზენი: ლენო, ფრიდრიხი, ბენიში, ტოპრაკი, კარვახალი, რაინარცი, როლფესი, ბენდერი (შვაბი 88), ჰეგელერი (ჰოსოგაი 77), კისლინგი, შიურლე (მილიკი 77).

მწვრთნელი: სამი ჰიპია

ჰანოვერი: ცილერი, პოკონიოლი (პანდერი 46), ეგიმანი, ფელიპე (ჰაგი 67), საკაი, ჩერუნდულო, ჰოფმანი (შმიდებახი 46), პინტუ, რაუში, დიუფი, სობეხი.

მწვრთნელი: მირკო სლომკა

გოლები: 1:0 ჰეგელერი (6), 2:0 კისლინგი (28), 3:0 ჰეგელერი (60), 3:1 კარვახალი (71ს.კ)

გაფრთხილებები: ტოპრაკი (86) – ფელიპე (57)

არში დარტყმა: 19 (13) – 9 (3) ჯარიმა: 15 - 10 კუთხური: 3 - 6 თამაშგარე: 6 - 0 ბურთის ფლობა: 49% - 51%

 

ფიურტი. „ტროლი არენა“.

ფიურტი – ფრაიბურგი 1:2 (1:0)

ფიურტი: ჰესლი, მავრაი, ზობიხი, ციმერმანი, ბაბა, ნერიგი (ნეტე 82), პრიბი, ფიურსტნერი (იუნგ–ბინი 84), პეცოსი, კლაუსი, ჯურჯიჩი.

მწვრთნელი: ფრანკ კრამერი

ფრაიბურგი: ბაუმანი, სორგი, ჰენი, გიუნტერი (ჰედენსტადი 46), გინტერი, როზენტალი (სანტინი 77), მაკიადი (ალბუტატი 88), შუსტერი, კრუზე, კალიჯური, შმიდი.

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

გოლები: 1:0 ციმერმანი (4), 1:1 შმიდი (69), 1:2 კრუზე (79)

გაფრთხილებები: კალიჯური (33), შუსტერი (74)

არში დარტყმა: 8 (3) – 11 (6) ჯარიმა: 19 - 15 კუთხური: 5 - 8 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 42% - 58%

 

ზინსჰაიმი. „რაინ ნეკარი“.

ჰოფენჰაიმი – ჰამბურგი 1:4 (0:2)

ჰოფენჰაიმი: კასტელსი, ბეკი, აბრაჰამი, ტესკერი, ზიულე (ლიუდვიგი 81), ვაისი (ჯონსონი 46), სალიჰოვიჩი, რუდი (დე კამარგო 81), ფირმინო, შიპლოკი, ფოლანდი.

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

ჰამბურგი: ადლერი, ვესტერმანი, აოგო (შელბრედი 65), რაიკოვიჩი, დიკმაიერი, იანსენი, ვან დერ ვარტი, ირაჩეკი (ბაისტერი 90), რინკონი, ბადელი, ჰიუნ–მინი (რუდნევი 77).

მწვრთნელი: ტოსტენ ფინკი

გოლები: 0:1 ჰიუნ–მინი (18), 0:2 აოგო (35), 0:3 ირაჩეკი (60), 1:3 ფოლანდი (61), 1:4 რუდნევი (88)

გაფრთხილებები: დიკმაიერი (85)

არში დარტყმა: 12 (6) – 11 (5) ჯარიმა: 20 - 20 კუთხური: 5 - 1 თამაშგარე: 3 - 0 ბურთის ფლობა: 54% - 46%

 

ბრემენი. „ვეზერშტადიონი“. 42100

ვერდერი – აინტრახტი 1:1 (1:0)

ვერდერი: მილიცი, ფრიცი, პრედლი, პაპასტატოპულოსი, ჰანტი, ბარგფრედე, კროოსი (იუნუზოვიჩი 62), იგნიოვსკი, დე ბრეინე, ილდირიმი (აკპალა 82), პეტერსენი.

მწვრთნელი: ტომას შააფი

აინტრახტი: ნიკოლოვი, რუსი, სამბრანო, ოჩიპკა, ანდერსონი, იუნგი, ინუი (ჯაკპა 83), აიგნერი (ჩელოცი 88), როდე, მატმური (შტენდერა 86), ლაკიჩი.

მწვრთნელი: არმინ ფე

გოლები: 1:0 დე ბრეინე (22), 1:1 ლაკიჩი (51)

გაფრთხილებები: ბარგფრედე (40) – როდე (55)

არში დარტყმა: 13 (4) – 6 (2) ჯარიმა: 9 - 11 კუთხური: 8 - 3 თამაშგარე: 3 - 5 ბურთის ფლობა: 47% - 53%

 

გელზენკირხენი. „ფელტინს არენა“. 62000

შალკე – შტუტგარტი 1:2 (0:1)

შალკე: ჰილდებრანდი, უჩიდა, ფუკსი, ჰიოვედესი, მატიპი, ჯონსი, ბასტოსი (მაიერი 59), რაფაელი, ჰიოგერი (პუკი 68), ჰუნტელარი, ფარფანი.

მწვრთნელი: იენს კელერი

შტუტგარტი: ულრაიხი, ტასკი, ჰოგლანდი, მოლინარო, ბოკა, ნიდერმაიერი, გენტნერი, ტრაორე (ოკაზაკი 71), მაქსიმი (ჰოლცჰაუზერი 83), ჰარნიკი (მაკედა 89), იბიშევიჩი.

მწვრთნელი: ბრუნო ლაბადია

გოლები: 0:1 იბიშევიჩი (24), 0:2 იბიშევიჩი (66), 1:2 ულრაიხი (90)

გაფრთხილებები: მაქსიმი (19), ტასკი (33)

არში დარტყმა: 13 (4) – 8 (4) ჯარიმა: 11 - 20 კუთხური: 3 - 1 თამაშგარე: 3 - 4 ბურთის ფლობა: 53% - 47%

 

დიუსელდორფი. „ესპრიტ არენა“. 53500

ფორტუნა – ნიურნბერგი 1:2 (1:0)

ფორტუნა: გიფერი, ლეველსი, მალეზასი, ლანგენეკე, ვან დენ ბერგი, ბოჯეკი, ტეშე (ფინკი 60), ბელინგჰაუზენი, ლამბერცი (ბოლი 46), კრუზი (რაიზინგერი 67), შაჰინი.

მწვრთნელი: ნორბერტ მაიერი

ნიურნბერგი: შეფერი, პინოლა, კლოზე, დაბანლი, ბალიჩი, სიმონსი, მაკი, ფრანცი, მენდლერი (კორჩოვსკი 81), პეკჰარტი, ეშვაინი (პლატენჰარდტი 46).

მწვრთნელი: მიხაელ ვიზინგერი

გოლები: 1:0 ბალიჩი (22ს.კ), 1:1 მაკი (58), 1:2 პლატენჰარდტი (64)

გაფრთხილებები: კრუზი (51), ლანგენეკე (63), ლეველსი (75), ბოჯეკი (87) – დაბანლი (28)

არში დარტყმა: 3 (2) – 11 (4) ჯარიმა: 19 - 18 კუთხური: 1 - 5 თამაშგარე: 2 - 2 ბურთის ფლობა: 51% - 49%

 

ვოლფსბურგი. „ფოლკსვაგენ არენა“. 30000

ვოლფსბურგი – დორტმუნდი 3:3 (3:1)

ვოლფსბურგი: ბენალიო, ნალდო, როდრიგესი, კნოხე (მადლუნგი 90), პოლაკი, დიეგო, ჰასებე, პერიშიჩი (შეფერი 80), ვიეირინია, მედოევიჩი (ტრეში 85), ოლიჩი.

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, ჰუმელსი, პიშჩეკი, შმელცერი, სანტანა (ლაიტნერი 76), შაჰინი, ბენდერი (ბლაშჩიკოვსკი 46), გროსკროიცი (შიბერი 46), გუნდოგანი, ლევანდოვსკი, როისი.

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 0:1 ბენდერი (5), 1:1 პერიშიჩი (14), 2:1 პერიშიჩი (22), 3:1 ნალდო (26), 3:2 როისი (84), 3:3 როისი (88)

გაფრთხილებები: პოლაკი (63) – როისი (44), გუნდოგანი (62)

არში დარტყმა: 11 (5) – 9 (5) ჯარიმა: 23 - 11 კუთხური: 7 - 4 თამაშგარე: 2 - 7 ბურთის ფლობა: 45% - 55% 

0.169756