მიუნხენის “ბაიერნის” პრესსამსახურმა კატეგორიულად უარყო ბავარიული კლუბისა და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელ ნეიმარის მოლაპარაკების თაობაზე დღეს გავრცელებული ინფორმაცია. შეგახსენებთ, გერმანული პრესის ცნობით, “ბაიერნმა” ნეიმარის ახლანდენი კლუბის – “სანტოსის” მიერ მოთხოვნილი სატრანსფერო თანხის გადახდაზე თანხმობა განაცხადა, რითაც ბრაზილიელი ვარსკვლავის გადაბირება აქედანვე გაინაღდა.
“გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა”, - განაცხადა მიუნხენის “ბაიერნის” პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მარკუს ჰერვიკმა ტრადიციულ საკლუბო ბრიფინგზე.