ფეხბურთი

1:45 | 3.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნმა“ ლიდერობა დაიბრუნა

გერმანიის ბუნდესლიგის მე–11 ტურში, მიუნხენის „ბაიერნმა“  „ჰოფენჰაიმი“ სტუმრად დაამარცხა და ერთი დღით დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა. მატჩის პირველი ტაიმი პეპ გვარდიოლას გუნდისთვის არასასიამოვნოდ წარიმართა, მაგრამ საბოლოოდ, მიუნხენელებმა 3 ქულის აღება მაინც მოახერხეს.

34–ე წუთზე, ნიკლას ზიულემ „ბაიერნის“ მეკარის – მანუელ ნოიერის უხეირო თამაშით ისარგებლა და „ჰოფენჰაიმი“ წინ გაიყვანა. ზინსჰაიმელთა სიხარულმა მხოლოდ 5 წუთს გასტანა, რადგან რიკოშეტის წყალობით, მარიო მანჯუკიჩმა წონასწორობის აღდგენა შეძლო.

გამარჯვების გოლი ტომას მიულერის ანგარიშზეა, რომელიც „ჰოფენჰაიმის“ საჯარიმოში შექმნილი არეულობის შედეგად ძალზე ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა და გატანა არ გასჭირვებია – 1:2.

სამწუხაროდ, ბერლინის „ჰერტას“ ქართველ ლეგიონერ ლევან კობიაშვილს თავისი ყოფილი კლუბის – გელზენკირხენის „შალკეს“ წინააღმდეგ თამაშის საშუალება არ მისცემია. ბერლინელთა „სამიანი“ 90 წუთის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე გახლდათ. მის გარეშე მოასპარეზე „ჰერტამ“ „შალკესგან“ 2 უპასუხო ბურთი გაუშვა და დამარცხდა.

მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ბრაუნშვაიგში, სადაც ადგილობრივმა კლუბმა სამი ჰიპიას დამოძღვრილ „ლევერკუზენს“ უმასპინძლა. სატურნირო ცხრილში უკანასკნელ პოზიციაზე მყოფმა „ბრაუნშვაიგმა“ მეტოქე შინ უქულოდ გაისტუმრა. ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს გავიდა – ნორმან ტოიერკაუფის დარტყმულ ბურთს მიმართულება დომინიკ კუმბელამ შეუცვალა და მიმდინარე სეზონში თავისი მე–2 გოლი გაიტანა. „ლევერკუზენმა“ თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო – 1:0.

 

ზინსჰაიმი. რაინ ნეკარ არენა“. 30150

ჰოფენჰაიმი – ბაიერნი 1:2 (1:1)

ჰოფენჰაიმი: კასტელსი, ბეკი, აბრაჰამი, ზიულე, სალიჰოვიჩი, რუდი (ვესტერგორი 87), შტრობლი, ფირმინო, ჰერდლინგი (ელიუნუსი 78), მოდესტი (შიპლოკი 81), ფოლანდი.

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

ბაიერნი: ნოიერი, ლამი, ბოატენგი, დანტე, ხავი მარტინესი, ალაბა, რიბერი, შვაინშტაიგერი, მიულერი, გიოტცე (რაფინია 79), მანჯუკიჩი (კროოსი 64).

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლი: 1:0 ზიულე (34), 1:1 მანჯუკიჩი (39), 1:2 მიულერი (75)

გაფრთხილება: აბრაჰამი (38), რუდი (85)

კარში დარტყმა: 7 (5) – 17 (13) ჯარიმა: 22 - 16 კუთხური: 6 - 4 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 39% - 61% სეივი: 11 – 4

 

ნიურნბერგი. „გრუნდიგი. „37000

ნიურნბერგი – ფრაიბურგი 0:3 (0:0)

ნიურნბერგი: შეფერი, პოგატეცი, ნილსონი, ჩენდლერი, პლატენჰარდტი, ჰასებე, გლოუშეკი (გინჩეკი 68), კიოტაკე, მაკი (ფოილნერი 61), შტარკი (ფრანცი 46), დრმიჩი.

მწვრთნელი: გერტიან ვერბერკი

ფრაიბურგი: ბაუმანი, სორგი, ჰენი, გიუნტერი, გინტერი, ფერნანდესი, შუსტერი, შმიდი, კლაუსი (კოკლენი 73), ფრაისი (დარიდა 75), მეჰმედი (ჰეფლერი 89).

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

გოლი: 0:1 კლაუსი (57), 0:2 დარიდა (79), 0:3 მეჰმედი (88)

გაფრთხილება: შუსტერი (36), სორგი (54)

გაძევება: სორგი (70)

კარში დარტყმა: 19 (13) – 14 (7) ჯარიმა: 9 - 17 კუთხური: 9 - 5 თამაშგარე: 4 - 1 ბურთის ფლობა: 56% - 44% სეივი: 3 – 13

 

ჰამბურგი. „იმტეხ არენა“. 57000

ჰამბურგი – გლადბახი 0:2 (0:1)

ჰამბურგი: ადლერი, იანსენი, ვესტერმანი, ზობიხი, ტა, ვან დერ ვარტი, ბაისტერი (ილიჩევიჩი 73), ბადელი, არსლანი, ჩალხანოღლუ, ლასოგა.

მწვრთნელი: ბერტ ვან მარვეიკი

გლადბახი: შტეგენი, ვენდტი, შტრანცლი, იანტშკე, არანგო (რუპი 84), რაფაელი (დე იონგი 88), ჯაკა, კორბი, კრამერი, კრუზე, ჰერმანი (ჰრგოტა 85).

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

გოლი: 0:1 კრუზე (22), 0:2 კრუზე (63)

გაფრთხილება: შტრანცლი (47), კორბი (73)

კარში დარტყმა: 17 (7) – 8 (4) ჯარიმა: 11 - 14 კუთხური: 7 - 2 თამაშგარე: 0 - 2 ბურთის ფლობა: 49% - 51% სეივი: 2 – 7

 

ბერლინი. „ოლიმპიაშტადიონი“. 70000

ჰერტა – შალკე 0:2 (0:1)

ჰერტა: კრაფტი, ლანგკამპი, პეკარიკი, ვან დენ ბერგი, ჰოსოგაი (ნიმაიერი 87), ბენ–ჰატირა, შელბრედი (ალაგი 73), ლუსტენბერგერი, შულცი (რონი 63), ჯიგერჯი, რამოსი.

მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი

შალკე: ჰილდებრანდი, უჩიდა, ფუკსი, ჰიოვედესი, მატიპი, აოგო, ბოატენგი (სანტანა 87), ნოიშტედტერი (ჯონსი 80), დრაქსლერი, მეიერი (კლემენსი 78), სალაი.

მწვრთნელი: იენს კელერი

გოლი: 0:1 სალაი (26), 0:2 დრაქსლერი (90)

გაფრთხილება: ჰოსოგაი (55), ჯიგერჯი (72), ლანგკამპი (76) – ნოიშტედტერი (43)

კარში დარტყმა: 18 (11) – 11 (5) ჯარიმა: 24 - 18 კუთხური: 6 - 4 თამაშგარე: 1 - 4 ბურთის ფლობა: 55% - 45% სეივი: 3 – 11

 

ბრაუნშვაიგი. „აინტრახტ შტადიონი“. 23325

ბრაუნშვაიგი – ლევერკუზენი 1:0

ბრაუნშვაიგი:  დაფარი, დოღანი, რაიხელი, ბიჩაკჩიჩი, ვრანჩიჩი, ტოიერკაუფი, კრატცი, ბოლანდი (კრუპკე 90), ელაბდელაუი, ბელარაბი.

მწვრთნელი: ტორსტენ ლიბერკნეხტი

ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, ბენიში, ტოპრაკი, ვოლშაიდი, კასტრო, როლფესი, ჰეგელერი, კანი (ბენდერი 46), კრუზი (სემი 63), დერდიოკი (კისლინგი 63).

მწვრთნელი: სამი ჰიპია

გოლი: 1:0 კუმბელა (81)

გაფრთხილება: დოგანი (69), რაიხელი (84) – ბენდერი (74), კასტრო (79), სემი (90)

გაძევება: ბენდერი (90)

კარში დარტყმა: 17 (8) – 16 (8) ჯარიმა: 13 - 23 კუთხური: 4 - 4 თამაშგარე: 5 - 4 ბურთის ფლობა: 45% - 55% სეივი: 8 – 7

 

ფრანკფურტი. „კომერცბანკ არენა“. 44300

აინტრახტი – ვოლფსბურგი 1:2 (1:1)

აინტრახტი: ტრაპი, რუსი, სამბრანო, ჩელოცი, ოჩიპკა (ჯაკპა 62), ანდერსონი, ბარნეტა (ლაკიჩი 84), მაიერი, ფლიუმი (აიგნერი 76), როდე, კადლეცი.

მწვრთნელი: არმინ ფე

ვოლფსბურგი: ბენალიო, ოქსი, ნალდო, როდრიგესი, კნოხე, დიეგო (კალიჯური 32), გუსტავო, პერიშიჩი, მედოევიჩი, არნოლდი (შეფერი 89), ოლიჩი (კუტშკე 90).

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გოლი: 0:1 ანდერსონი (2ს.კ.), 1:1 მაიერი (35), 1:2 არნოლდი (82)

გაფრთხილება: ოჩიპკა (37), ჩელოცი (87), სამბრანო (90) – გუსტავო (34), შეფერი (90)

კარში დარტყმა: 10 (7) – 10 (5) ჯარიმა: 18 - 17 კუთხური: 8 - 1 თამაშგარე: 3 - 1 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 3 – 6

0.156568