მადრიდის “რეალს” მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველის – ტონი კროოსის შეძენა სურდა, მაგრამ გერმანულმა მხარემ სატრანსფერო წინადადება უარყო. ამის შესახებ მადრიდული გამოცემა “მარკა” იუწყება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ესპანელებმა 24 წლის გერმანელის ხელში ჩასაგდებად ოფიციალური წინადადება მოამზადეს. რა რაოდენობის თანხა შესთავაზა “რეალმა” “ბაიერნს”, უცნობია.
შეგახსენებთ, რომ კროოსის შეძენა ლონდონის “ჩელსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედსაც” სურთ.