ფეხბურთი

10:18 | 18.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნმა” კავანის აგენტთან მოლაპარაკება დაიწყო

მიუნხენის “ბაიერნი” იტალიური “ნაპოლის” ვარსკვლავის – ედინსონ კავანის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული. La Gazzeta dello Sport-ის ჟურნალისტმა ტანკრედი პალმერიმ თავის “ტვიტერზე” დაწერა, რომ “რეკორდმაისტერის” ხელმძღვანელებმა ურუგვაელის აგენტთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.

მოგეხსენებათ, ზაფხულიდან, “ბაიერნს” კატალონიელი სპეციალისტი პეპ გვარდიოლა ჩაიბარებს. რამდენადაც ირკვევა, სწორედ “ბარსელონას” ყოფილი თავკაცია კავანის ტრანსფერის მთავარი ინიციატორი.

ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, კავანიმ 29 მატჩი ჩაატარა და 22 გოლს მოუყარა თავი.

 

0.114187