ფეხბურთი

1:25 | 22.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ – ისე, როგორც ჩემპიონს შეეფერება

გერმანიის ბუნდესლიგის მე–6 ტურში, მიუნხენის „ბაიერნმა“ პრინციპულ დაპირისპირებაში გელზენკირხენის „შალკეს“ დამაჯერებალად სძლია. თანაც, „ხუმარების“ საშინაო არენაზე.

მიუნხენელთა გამარჯვებას სათავე ბასტიან შვაინშტაიგერმა დაუდო – გერმანელმა კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს დაჰკრა და მასპინძლები დაამწუხრა. წუთიც არ იყო გასული, რომ „ბაიერნის“ უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. ამჯერად, მარიო მანჯუკიჩის თავური გამოდგა ზუსტი და ანგარიში 0:2 გახდა.

სტუმრებმა პირველ ტაიმში ეს იკმარეს, შეხვედრის მე–2 ნახევარში კი, მეტოქეს ერთი ამდენი გოლიც გაუტანეს. 75–ე წუთზე, დავიდ ალაბას პასის შემდეგ, ფრან რიბერის ისღა დარჩენოდა, „შალკეს“ კარში ბურთიანად შესულიყო – 0:3. „ხუმარების“ ტანჯვას წერტილი კლაუდიო პისარომ დაუსვა, რომელმაც დაუცველ კარში ბურთი იოლად მოათავსა.

თავისი მატჩი ვერ მოიგო ვიცე–ჩემპიონმა „დორტმუნდმა“, რომელიც „ნიურნბერგთან“ მატჩში მხოლოდ ქულას დასჯერდა. იურგენ კლოპმა გუნდის ლიდერებს მცირედით დასვენების საშუალება მისცა და მონაცვლეობით ათამაშა, რაც 2 ქულის დაკარგვად დაუჯდა.

პირველ ტაიმში, მარსელ შმელცერმა სტუმრები დააწინაურა, მაგრამ ნიურნბერგელები არ გატყდნენ და ანგარიშიც გაათანაბრეს – 1:1.

მორიგი წარუმატებელი მატჩი ჰქონდა „ჰამბურგს“. ამჯერად, ჰამბურგელებმა 3 ქულა ბრემენის „ვერდერს“ დაუთმეს. „მუსიკოსთა“ მხირდან ნილს პეტერსენი დუბლით გამოირჩა და თავის გუნდს დამსახურებული გამარჯვება მოუტანა.

„მანჩესტერ იუნაიტედთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგაში განცდილი მარცხის შემდეგ, სამი ჰიპიას „ლევერკუზენმა“ ჩემპიონატში დამაჯერებლად იმარჯვა. ფინელი სპეციალისტის გუნდმა „მაინცი“ 4:1 დაამარცხა და საჭირო 3 ქულაც მიითვალა.

 

ნიურბერგი. „გრუნდიგი“. 50000

ნიურნბერგი – დორტმუნდი 1:1 (0:1)

ნიურნბერგი: შეფერი, პოგატეცი, ნილსონი, ჩენდლერი, პლატენჰარდტი, ჰასებე, გლოუშეკი (ეშვაინი 67), კიოტაკე (ანგა–ლეტშერი 89), შტარკი, ფრანცი, გინჩეკი (პეკჰარტი 81).

მწვრთნელი: მიხაელ ვიზინგერი

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, სუბოტიჩი, პაპასტატოპულოსი, შმელცერი (ჰოფმანი 46), დურმი, ბლაშჩიკოვსკი (ლევანდოვსკი 65), ბენდერი, გროსკროიცი, როისი (შაჰინი 46), დუკში, ობამეიანგი.

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლი: 0:1 შმელცერი (38), 1:1 ნილსონი (51)

გაფრთხილება: ჩენდლერი (21) – როისი (34), სუბოტიჩი (65)

კარში დარტყმა: 10 (6) – 18 (11) ჯარიმა: 8 - 14 კუთხური: 3 - 9 თამაშგარე: 2 - 3 ბურთის ფლობა: 49% - 51% სეივი: 10 – 5

 

ჰანოვერი. „ავდ არენა“. 40000

ჰანოვერი – აუგსბურგი 2:1 (0:0)

ჰანოვერი: ცილერი, მარსელო, პოკონიოლი, საკაი, ანდრეასენი, სანე, ჰუსტი (შულცი 90), შტინდლი, პრიბი (ბიტენკორტი 54), ია კონანი (90), სობეხი.

მწვრთნელი: მირკო სლომკა

აუგსბურგი: მანინგერი, კალსენ–ბრაკერი, ვერჰაგი, კლავანი, ოსტშოლეკი (მილიკი 90), ბაიერი, ჰანი, მორავეკი (ფოგტი 67), ჰოლცჰაუზერი (ვერნერი 57), ალტინტოპი, მიოლდერსი.

მწვრთნელი: მარკუს ვაინარცლი

გოლი: 0:1 ვერჰაგი (51), 1:1 სობეხი (60), 2:1 ჰუსტი (89პ.)

გაფრთხილება: მარსელო (45), შტინდლი (53), საკაი (69) – ბაიერი (14), ოსტშოლეკი (22), მორავეკი (58), ვერჰაგი (71)

კარში დარტყმა: 15 (8) – 10 (5) ჯარიმა: 22 - 21 კუთხური: 8 - 1 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 59% - 41% სეივი: 4 – 6

 

ჰამბურგი. „იმტეხ არენა“. 54000

ჰამბურგი  – ვერდერი 0:2 (0:1)

ჰამბურგი: ადლერი, იანსენი, ჯურუ, ვესტერმანი, ტა, ლამი (რუდნევი 64), ვან დერ ვარტი, ირაჩეკი (ლასოგა 80), რინკონი (არსლანი 67), ბაისტერი, ბადელი.

მწვრთნელი: როდოლფო კარდოსო

ვერდერი: მილიცი, ლუკიმია–მულონგოტი, კალდიროლა, გარსია, ფრიცი, მაკიადი, ჰანტი (პრედლი 86), ელია (ეკიჩი 74), იგნიოვსკი, პეტერსენი, კობილიანსკი (სელასი 67).

მწვრთნელი: რობინ დუტი

გოლი: 0:1 პეტერსენი (32), 0:2 პეტერსენი (90)

გაფრთხილება: 1:0 ბაისტერი (29), ვან დერ ვარტი (63) – ფრიცი (40), იგნიოვსკი (55), გარსია (90)

კარში დარტყმა: 19 (8) – 16 (8) ჯარიმა: 16 - 21 კუთხური: 4 - 6 თამაშგარე: 5 - 0 ბურთის ფლობა: 59% - 41% სეივი: 6 – 8

 

ვოლფსბურგი. „ფოლკსვაგენ არენა“. 30000

ვოლფსბურგი – ჰოფენჰაიმი 2:1 (1:1)

ვოლფსბურგი: ბენალიო, ნალდო, შეფერი, როდრიგესი, კნოხე, პოლაკი, დიეგო, ტრეში, ჩჟა–ჩოლი (პერიშიჩი 46), ვიეირინია (კალიჯური 75), ოლიჩი (კლოზე 86).

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

ჰოფენჰაიმი: კასტელსი, ბეკი, ჯონსონი, აბრაჰამი, ვესტერგორი, ფირმინო (შიპლოკი 68), პოლანსკი, რუდი (შტრობლი 73), სცარკა (ჰერდლინგი 46), მოდესტი, ფოლანდი.

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

გოლი: 0:1 მოდესტი (15), 1:1 ოლიჩი (44), 2:1 ოლიჩი (48)

გაფრთხილება: პოლაკი (77) – რუდი (7), ფირმინო (61), ვესტერგორი (85), ჰერდლინგი (87)

კარში დარტყმა: 15 (8) – 7 (4) ჯარიმა: 16 - 24 კუთხური: 6 - 6 თამაშგარე: 3 - 3 ბურთის ფლობა: 59% - 41% სეივი: 3 – 6

 

მაინცი. „კოფას არენა“. 29000

მაინცი – ლევერკუზენი 1:4 (0:3)

მაინცი: მიულერი, ნოვესკი, სვენსონი, პოსპეხი, ჩჟუ–ჩუ, სოტო (მალი 46), მიულერი, მორიცი, გეისი, ჩუპო–მოტინგი (ოკაზაკი 64), შაჰინი (პოლტერი 71).

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, ბენიში, ტოპრაკი, ვოლშაიდი, რაინარცი, როლფესი, სემი, ბენდერი (კანი 63), კრუზი (ოზთუნალი 75), კისლინგი (დერდიოკი 69).

მწვრთნელი: სამი ჰიპია

გოლი: 0:1 კრუზი (19), 0:2 ბენდერი (38), 0:3 კრუზი (45), 0:4 კისლინგი (59), 1:4 მალი (82)

გაფრთხილება: მორიცი (83) – დერდიოკი (84)

კარში დარტყმა: 14 (5) – 13 (7) ჯარიმა: 14 - 11 კუთხური: 4 - 4 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 50% - 50% სეივი: 3 – 4

 

გელზენკირხენი. „ფელტინს არენა“. 62000

შალკე – ბაიერნი 0:4 (0:2)

შალკე: ჰილდებრანდი, უჩიდა, ჰიოვედესი, აოგო, მატიპი, ჯონსი, კევინ–პრინს ბოატენგი (კლემენსი 80), ფარფანი, ნოიშტედტერი (ჰიოგერი 46), დრაქსლერი, სალაი.

მწვრთნელი: იენს კელერი

ბაიერნი: ნოიერი, ლამი, რაფინია, ჟერომ ბოატენგი, დანტე, ალაბა, რობენი (მიულერი 73), შვაინშტაიგერი (კირჰგოფი 78), რიბერი, კროოსი, მანჯუკიჩი (პისარო 81).

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლი: 0:1 შვაინშტაიგერი (21), 0:2 მანჯუკიჩი (23), 0:3 რიბერი (75), 0:4 პისარო (84)

გაფრთხილება: ფარფანი (62)

კარში დარტყმა: 10 (4) – 14 (10) ჯარიმა: 8 - 6 კუთხური: 5 - 5 თამაშგარე: 3 - 0 ბურთის ფლობა: 36% - 64% სეივი: 6 – 3

 

1. დორტმუნდი 6 5 1 0 16:5 16
2. ბაიერნი 6 5 1 0 13:2 16
3. ლევერკუზენი 6 5 0 1 15:7 15
4. ჰანოვერი 6 4 0 2 10:8 12
5. გლადბახი 6 3 0 3 15:11 9
6. ვოლფსბურგი 6 3 0 3 9:8 9
7. მაინცი 6 3 0 3 9:12 9
8. აუგსბურგი 6 3 0 3 6:9 9
9. ვერდერი 6 3 0 3 5:8 9
10. ჰოფენჰაიმი 6 2 2 2 15:15 8
11. ჰერტა 5 2 1 2 9:6 7
12. შალკე 6 2 1 3 7:13 7
13. შტუტგარტი 5 2 0 3 10:8 6
14. აინტრახტი 5 2 0 3 7:9 6
15. ნიურნბერგი 6 0 4 2 6:9 4
16. ჰამბურგი 6 1 1 4 10:17 4
17. ფრაიბურგი 5 0 2 3 7:11 2
18. ბრაუნშვაიგი 6 0 1 5 3:14 1
0.216157