მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი, ნახევარმცველ დავიდ ალაბას ახალ ხელშეკრულება სთავაზობს. ავსტრიული სააგენტოების ცნობით, ბავარიული კლუბის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ფეხბურთელის მამას და აგენტს და ახალი, 4-წლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ, წლიური 6 მილიონი ევრო შესთავაზეს. ამრიგად, თუ მხარეები შეთანხმდებიან, ურთიერთთანამშრომლობა 2019 წლამდე გაგრძელდება.
მიმდინარე სეზონში, დავიდ ალაბამ ბუნდესლიგაში შვიდი შეხვედრა ჩაატარა, შვიდივე ძირითად შემადგენლობაში და ერთი გოლი გაიტანა.