ტრიუმფალური ფინალის შემდეგ, გამარჯვებულმა ბავარიელებმა ლონდონის სასტუმრო Grosvenor house-ში აიშვეს. იქ მათ მეუღლეები, მეგობარი გოგონებიც შეუერთდნენ და დაღლილობის მიუხედავად, კიდევ კარგა ხანს იცეკვეს. ჯამში დაახლოებით 2 ათასი სტუმარი შეიკრიბა. ბასტიან შვაინშტაიგერი, ვინაც შარშანდელი ლიგის ფინალში პენალტი ვერ გაიტანა, ამჯერად სხვებზე ბედნიერი ჩანდა. სიხარულით ღრიალებდა და ცეკვავდა. მასთან ერთად დამსწრენი ბებერმა იუპ ჰაინკესმაც მოხიბლა. მიუხედავად იმისა, რომ იუპი 68 წლისაა, ცეკვაში ტოლი არ დაუდო არც შეგირდებს და არც მათ ლამაზმანებს.
ლონდონში ჩასულ დაახლოებით 40 ათასი მათი ქომაგის აღტაცება ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს. ისინი მთელი ღამე ზეიმობდნენ დიდ გამარჯვებას. 50 ათასი ადამიანი ფინალს მიუნხენის “ალიანც არენის” გიგანტურ ეკრანზე უცქეროდა და რობენის გოლის შემდეგ იქაურობა კინაღამ დაინგრა.
დორტმუნელთა ბანაკში კი მოწყენილობა სუფევდა. მარცხის გარდა მათ სხვა საფიქრალიც აქვთ. ზაფხულიდან მათ 2 წამყვანი ფებურთელი - მარიო გიოტცე და რობერტ ლევადოვსკი - აღარ ეყოლებათ. თავისი ახლო მომავლის შესახებ ლევანდოვსკი კვლავაც ჩუმადაა. ბანკეტზე მისი აგენტები ცეზარ კუჩარსკი და მაიკ ბარტელიც იმყოფებოდნენ, მაგრამ კონკრეტულად არავინ არაფერი თქვა. ლევანდოსკიმ კი დასძინა: ახლა დორტმუნდში დავბრუნდები, რამდენიმე დღეს დავისვენებ და პოლონეთის ნაკრებს შევუერთდები შეკრებაზე. მერე კი ვნახოთ, რა იქნებაო.