ფეხბურთი

1:55 | 15.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ წინ მიიწევს

ძნელად სავარაუდოა, რომ გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, მიუნხენის „ბაიერნს“ ვინმე ჩემპიონობაში შეეცილოს. ერთადერთი, ვინც პეპ გვარდიოლას გუნდს მეტ–ნაკლებ კონკურენციას გაუწევს, „ლევერკუზენი“ იქნება, იურგენ კლოპის „დორტმუნდს“ კი, ვერცხლის სინის მოპოვების უფრო და უფრო ნაკლები შანსი რჩება.

მე–16 ტურში, მიუნხენელებმა „ჰამბურგს“ უმასპინძლეს და უქულოდ დატოვეს. პირველი ტაიმის მიწურულს, მარიო მანჯუკჩმა თავური დარტყმით აიღო სტუმართა კარი და „ალიანს არენას“ ბინადრებს ტაიმი მოაგებინა. მე–2 ნახევარში, მარიო გიოტცემ ითამაშა ეფექტურად და ანგარიშში სხვაობა გაზარდა.

87–ე წუთზე, ჰამბურგელებმა პიერ–მიშელ ლასოგას გოლის წყალობით ანგარიშში სხვაობა შეამცირეს, მაგრამ „ბაიერნმა“ მალევე დაიბრუნა 2–ბურთიანი უპირატესობა და საბოლოოდ, 3:1 იმარჯვა.

თავისი მატჩი ვერ მოიგო „დორტმუნდმა“, რომელიც „ჰოფენჰაიმს“ ეწვია. ის კი არა, იურგენ კლოპის გუნდს ოდნავ რომ არ ეყოჩაღა, უქულოდაც დარჩებოდა. 37–ე წუთისთვის, ზინსჰაიმელები 2:0 იგებდნენ და ცხადი იყო, რომ სტუმრებს ქულის გადარჩენაც კი გაუჭირდებოდათ.

ძალზემნიშვნელოვანი გამოდგა 44–ე წუთზე ანგარიშში სხვაობის შემცირება – პიერ–ემერიკ ობამეიანგმა ზუსტი დარტყმა შეასრულა და დორტმუნდელებს იმედი დაუბრუნა. მე–2 ტაიმში, კლოპის შეგირდებმა შეუტიეს და ანგარიშიც გაათანაბრეს – „დორტმუნდს“ ქულა ლუკაშ პიშჩეკმა გადაურჩნა.

შედეგიანი ფრე დაფიქსირდა ჰანოვერშიც, სადაც ადგილობრივი კლუბი „ნიურნბერგს“ დაუხვდა. მირკო სლომკას შეგირდებმა სასწაული მოახდინეს და სტუმრებს 3–ბურთიანი უპირატესობა წყალში ჩააყრევინეს. მატჩის მიწურულს იყოჩაღა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფორვარდმა მამე ბირამ დიუფმა, რომელმაც დუბლი შეასრულა და „ჰანოვერს“ ქულა გადაურჩინა – 3:3.

 

მიუნხენი. „ალიანს არენა“. 71000

ბაიერნი – ჰამბურგი 3:1 (1:0)

ბაიერნი: ნოიერი, დანტე, ვან ბუიტენი, რაფინია, ლამი, კონტენტო, ტიაგო, გიოტცე (რიბერი 64), მიულერი (შაქირი 78), კროოსი (ჰეიბერგი 82), მანჯუკიჩი.

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

ჰამბურგი: დრობნი, ჯურუ, იანსენი, ტა, რინკონი, ჩალხანოღლუ (ირაჩეკი 76), ბადელი, არსლანი, ვან დერ ვარტი, ლასოგა, ზუა (ლამი 85).

მწვრთნელი: ბერტ ვან მარვეიკი

გოლი: 1:0 მანჯუკიჩი (42), 2:0 გიოტცე (52), 2:1 ლასოგა (87), 3:1 შაქირი (90)

გაფრთხილება: ვან დერ ვარტი (2), დრობნი (4)

კარში დარტყმა: 22 (13) – 13 (7) ჯარიმა: 11 - 13 კუთხური: 5 - 2 თამაშგარე: 2 - 4 ბურთის ფლობა: 68% - 32% სეივი: 6 – 10

 

ზინსჰაიმი. „რაინ ნეკარი“. 30000

ჰოფენჰაიმი – დორტმუნდი 2:2 (2:1)

ჰოფენჰაიმი: გრალი, ბეკი, ვესტერგორი, ტოლიანი, ზიულე, პოლანსკი, რუდი (შტრობლი 90), ფირმინო, ჰერდლინგი (ჯონსონი 71), შიპლოკი (სალიჰოვიჩი 69), ფოლანდი.

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

დორტმუნდი: ლანჟერაკი, ფრიდრიხი, პიშჩეკი, დურმი, სარი, ბლაშჩიკოვსკი (ჰოფმანი 66), კელი, შაჰინი, როისი (შიბერი 87), ობამეიანგი (მხითარიანი 66), ლევანდოვსკი.

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლი: 1:0 შიპლოკი (17), 2:0 ფოლანდი (37), 2:1 ობამეიანგი (44), 2:2 პიშჩეკი (67)

გაფრთხილება: ფოლანდი (11), პოლანსკი (79) – როისი (14), ფრიდრიხი (76), შაჰინი (83)

კარში დარტყმა: 14 (5) – 16 (9) ჯარიმა: 21 - 16 კუთხური: 2 - 4 თამაშგარე: 2 - 6 ბურთის ფლობა: 46% - 54% სეივი: 7 – 3

 

აუგსბურგი. „სგლ არენა“. 28010

აუგსბურგი – ბრაუნშვაიგი 4:1 (3:0)

აუგსბურგი: ჰიცი, კალსენ–ბრაკერი, ვერჰაგი, კლავანი, ოსტრცოლეკი, ვერნერი (დე იონგი 66), ბაიერი, ჰანი, ფოგტი, ბობადილია (მილიკი 71), ალტინტოპი (იუნ–ჰო 86).

მწვრთნელი: მარკუს ვაინარცლი

ბრაუნშვაიგი: დაფარი, ბიჩაკჩიჩი, ვრანჩიჩი, ტოიერკაუფი, კრატცი (კორტე 64), ბოლანდი (კუმბელა 46), ელაბდელაუი, კორეია, ბელარაბი (კრუპკე 20), ერლი, ადემი.

მწვრთნელი: ტორსტენ ლიბერკნეხტი

გოლი: 1:0 ვერჰაგი (23პ.), 2:0 ჰანი (30), 3:0 ჰანი (33), 3:1 ერლი (48), 4:1 ალტინტოპი (75)

გაფრთხილება: ბობადილია (65), დე იონგი (72)

კარში დარტყმა: 20 (13) – 9 (2) ჯარიმა: 18 - 14 კუთხური: 5 - 0 თამაშგარე: 1 - 0 ბურთის ფლობა: 55% - 45% სეივი: 1 – 9

 

ჰანოვერი. „ჰდი არენა“. 38000

ჰანოვერი – ნიურნბერგი 3:3 (0:3)

ჰანოვერი: ცილერი, მარსელო, საკაი, ანდრეასენი, სანე, ჰუსტი, შტინდლი, შმიდებახი (ბიტენკორტი 46), პრიბი (პანდერი 81), დიუფი, სობეხი (სულეიმანი 74).

მწვრთნელი: მირკო სლომკა

ნიურნბერგი: შეფერი, პოგატეცი, ნილსონი, ჩენდლერი, პლატენჰარდტი, ჰასებე, გლოუშეკი, კიოტაკე, ფრანცი (მაკი 88), გინჩეკი (პეკჰარტი 76), დრმიჩი (ფოილნერი 72).

მწვრთნელი: გერტიან ვერბეკი

გოლი: 0:1 გლოუშეკი (30), 0:2 დრმიჩი (38), 0:3 ნილსონი (41), 1:3 ბიტენკორტი (60), 2:3 დიუფი (87), 3:3 დიუფი (90)

გაფრთხილება: ჰუსტი (11), შტინდლი (40), ანდრეასენი (90) – პოგატეცი (46), გლოუშეკი (48)

კარში დარტყმა: 21 (14) – 16 (11) ჯარიმა: 16 - 23 კუთხური: 5 - 7 თამაშგარე: 0 - 4 ბურთის ფლობა: 52% - 48% სეივი: 8 – 11

 

მაინცი. „კოფას არენა“. 34000

მაინცი – გლადბახი 0:0

მაინცი: კარიუსი, ნოვესკი, პოსპეხი, ჩჟუ–ჰუ, ბელი, სოტო (სალერი 46), მიულერი, მალი (დიასი 83), გეისი, ოკაზაკი, ჩუპო–მოტინგი (პარკერი 75).

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გლადბახი: შტეგენი, ვენდტი, შტრანცლი, იანჩკე, არანგო (დე იონგი 88), რაფაელი (ჰრგოტა 88), ჯაკა, კორბი, კრამერი, კრუზე, ჰერმანი (ნორდტვეიტი 89).

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

გაფრთხილება: ჯაკა (24), ჰერმანი (87)

კარში დარტყმა: 6 (3) – 10 (5) ჯარიმა: 6 - 10 კუთხური: 1 - 4 თამაშგარე: 3 - 1 ბურთის ფლობა: 36% - 64% სეივი: 5 – 3

 

ვოლფსბურგი. „ფოლკსვაგენ არენა“. 25501

ვოლფსბურგი – შტუტგარტი 3:1 (1:0)

ვოლფსბურგი: ბენალიო, ოქსი, ნალდო, როდრიგესი, კნოხე, დიეგო (პერიშიჩი 72), გუსტავო, მედოევიჩი, კალიჯური, არნოლდი (ჩჟა–ჩოლი 81), ოლიჩი (79).

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

შტუტგარტი: ულრაიხი, ნიდერმაიერი, რაუში, საკაი, რიუდიგერი, ტრაორე (სარარერი 70, მაქსიმი 90), ლიაიტნერი, იბიშევიჩი (აბდელაუიე 83), ჰარნიკი, ვერნერი.

მწვრთნელი: ტომას შნაიდერი

გოლი: 1:0 როდრიგესი (38), 2:0 დიეგო (53), 2:1 ვერნერი (57), 3:1 პერიშიჩი (78)

გაფრთხილება: მედოევიჩი (31), დიეგო (55) – რაუში (20), ჰარნიკი (53)

კარში დარტყმა: 12 (5) – 9 (5) ჯარიმა: 18 - 22 კუთხური: 2 - 3 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 4 – 2

0.169316