ფეხბურთი

10:39 | 21.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” ვერატით დაინტერესდა

 

მიუნხენის “ბაიერნი” ფრანგული პსჟ-ის ახალგაზრდა ნახევარმცველ მარკო ვერატის შეძენით დაინტერესდა.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, გერმანელები 21 წლის იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის შეძენას იმ შემთხვევაში ეცდებიან, თუ ის პარიზელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ შეთანხმდება.

შეგახსენებთ, რომ ვერატის პსჟ-სთან მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს. მისი შეძენით მადრიდის “რეალიცაა” დაინტერესებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110973