ფეხბურთი

15:29 | 13.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” ტექნოლოგიების დანერგვის მომხრეა

 

მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელობას ინგლისის პრემიერლიგის ინიციატივა მოეწონა და ტექნოლოგიური სიახლეების ბუნდესლიგაში დანერგვას ითხოვს.

უეფასა და ფიფას პოზიციების საწინააღმდეგოდ, პრემიერლიგის ახალი სეზონიდან მთავარ მსაჯებს სისტემა “ქორის თვალი” დაეხმარება, რომელიც 14 კამერის დახმარებით ზუსტად დაადგენს, გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი და უნდა ჩაითვალოს თუ არა გოლი.

BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, “ბაიერნის” საპატიო პრეზიდენტმა ფრანც ბეკენბაუერმა ეს სიახლე მოიწონა და მოითხოვა, რომ სისტემა გერმანიის ბუნდესლიგის მატჩებშიც დაინერგოს.

“ტექნოლოგიები მთვარეზე გაფრენის და სხვა საოცრებების ჩადენის საშუალებას გვაძლევს და არ მესმის, რატომ არ შეიძლება დავამონტაჟოთ ჩვეულებრივი ვიდეო კამერები სტადიონებზე, რათა სიმართლე დავადგინოთ?” – განაცხადა ბეკენბაუერმა.

0.09113