ფეხბურთი

12:08 | 17.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი”-“სიტი” – მესამედ 4 წელიწადში

 

E ჯგუფი

ბაიერნი-სიტი

“ბაიერნი” და “სიტი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კვლავ ერთად მოხვდნენ და ისინი ერთმანეთს დღის ცენტრალურ მატჩში დაუპირისპირდებიან.

გასულ სეზონში, გუნდებმა ერთმანეთთან გამართულ მატჩებში 3-3 ქულა აიღეს. მანჩესტერში “ბაიერნმა” 3:1 მოიგო, ხოლო მიუნხენში “ქალაქელებმა” 3:2 იმარჯვეს.

“ბაიერნი” და “სიტი” ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს მანამდეც შეხვედრიან. 2011 წელს ორივე თამაში მასპინძელი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

პეპ გვარდიოლას გუნდი დღევანდელ მატჩში არაერთ ფეხბურთელს მოისაკლისებს. მიუნხენელებს, ტრავმების გამო, რაფინია, ფრანკ რიბერი, ბასტიან შვაინშტაიგერი, მიჩელ ვაიზერი, ჰოლგერ ბადშტუბერი, ხავი მარტინესი და ტიაგო ალკანტარა არ ეყოლებათ. მანუელ პელეგრინი, იმავე მიზეზით, ფერნანდოსა და იოვეტიჩს ვერ დაიხმარს, ხოლო პაბლო საბალეტა “ქალაქელებს” დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება.

  • ბოლო 4 წლის განმავლობაში, “ბაიერნი” და “სიტი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ერთად მესამედ მოხვდნენ;
  • “სიტიმ”, ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშებაში, ჯგუფური ეტაპის სამივე გასვლითი შეხვედრა მოიგო;
  • სერხიო აგუერომ, მიმდინარე სეზონში გამართულ 5 თამაშში 4 გოლი გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-3-3): ნოიერი, ლამი, ბოატენგი, დანტე, ბერნატი, მიულერი, ალონსო, ალაბა, რობენი, ლევანდოვსკი, გიოტცე

სიტი (4-2-3-1): ჰარტი, სანია, კომპანი, დემიკელისი, კლიში, ტურე, ფერნანდინიო, ნავასი, სილვა, ნასრი, აგუერო

მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალიენკო (ესპანეთი)

 

რომა-ცსკა

“რომასა” და ცსკა-ს დაპირისპირება ჯგუფის მე-2 მატჩის ჩრდილშია მოქცეული, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რომში გასამართი თამაში უინტერესო გამოდგება.

“რომა” იტალიის ჩემპიონატის გასული გათამაშების აღმოჩენაა. რუდი გარსიას გუნდმა მიმდინარე სეზონიც 2 მოგებით დაიწყო, მაგრამ ჯერ უცნობია, რამდენადაა “რომა” მზად ჩემპიონთა ლიგისთვის. “ჯალოროსის” ამ ტურნირზე ბოლო 3 წლის განმავლობაში არ უთამაშია.

“რომა” და ცსკა ერთმანეთს აქამდეც შეხვედრიან. 1991 წელს, თასების მფლობელთა თასის პირველ ეტაპზე, იტალიელებმა სტუმრად 2:1 მოიგეს და მართალია შინ 0:1 წააგეს, მაგრამ შემდეგ ეტაპზე მაინც ისინი გავიდნენ.

თამაშს ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. “რომას” ტრავმირებული ბალცარეტი და სტროტმანი, ასევე დისკვალიფიცირებული დე როსი არ ეყოლება. ცსკა-ს ლაზარეთში შჩენიკოვი და ელმი იმყოფებიან, ხოლო ძაგოევი და ვერნბლუმი დისკვალიფიკაციას იხდიან.

  • “რომა” ჩემპიონთა ლიგას 3-წლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა;
  • ცსკა-მ, ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში, ჯგუფური ეტაპის სამივე გასვლითი თამაში წააგო;
  • ცსკა-მ, იტალიაში გამართული ბოლო 2 თამაში მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები

რომა (4-3-3): დე სანკტისი, მაიკონი, მანოლასი, კასტანი, კოული, ნაინგოლანი, კეიტა, პიანიჩი, იტურბე, ტოტი, ჟერვინიო.

ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი, ფერნანდესი, იგნაშევიჩი, ა. ბერეზუცკი, ნაბაბკინი, მილანოვი, ნაჩო, ტოშიჩი, ერემენკო, მუსა, დუმბია.

მსაჯი: დავიდ ფერნანდეს ბორბალანი (ესპანეთი).

 

 

F ჯგუფი

ბარსელონა-აპოელი

“ბარსელონას” ახალ მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი აქვს. მისი გუნდი, ესპანეთის ჩემპიონატში, კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს და ახლა ჩემპიონთა ლიგის ჯერია. დღევანდელი თამაში “ბარსელონას” შესაძლებლობების საზომად არ გამოდგება, რადგან კატალონიელები ჯგუფის ყველაზე სუსტ წევრს მასპინძლობენ.

როგორც აღვნიშნეთ, “ბარსას” საშინაო ასპარეზზე საქმეები კარგად მისდის. ლუის ენრიკეს გუნდმა ლა ლიგის სამივე თამაში მშრალად მოიგო და მეტოქეს კარში ზუსტად დარტყმის საშუალება ერთადერთხელ მისცა.

შიდა პირველობაზე კარგად თამაშობს აპოელ-იც, რომელმაც კვიპროსის ჩემპიონატის ორივე თამაში მოიგო და გოლი არც გიორგიოს დონისის შეგირდებს გაუშვიათ.

“ბარსელონას” ერთადერთი დანაკლისი ტომას ვერმალენი იქნება. აპოელ-ის შემადგენლობაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ტასოს პაპაცოღლუსა და ჯონ არნე რიისეს თამაში.

სავარაუდო შემადგენლობები

  • “ბარსელონამ”, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 27 საშინაო თამაშიდან მხოლოდ 1 წააგო;
  • აპოელ-ს, ჩემპიონთა ლიგაზე, სტუმრად არასდროს მოუგია.

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, პიკე, მატიე, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა, პედრო, მესი, ნეიმარი.

აპოელი (4-5-1): პარდო, სერხიო, კარლაო, გილერმე, რიიზე, ვინიციუსი, ვინსენტი, მორაიში, ეფრემი, მანდუკა, ჯებური.

მსაჯი: დენიზ აიტეკინი (გერმანია).

 

აიაქსი-პსჟ

ჯგუფის ფავორიტებად “ბარსელონა” და პსჟ ითვლებიან. თუ “აიაქსი” ამ ორ გუნდთან ბრძოლას აპირებს, ეს დღეს უნდა გამოჩნდეს. ფრანკ დე ბურის შეგირდები 1/8-ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ კონკურენტს უმასპინძლებენ.

ბოლო წლებში ჰოლანდიის საუკეთესო გუნდმა, “აიაქსმა”, ერედივიზიონის მიმდინარე გათამაშება არცთუ კარგად დაიწყო. ამსტერდამელებმა 5 თამაშიდან 2 წააგეს.

პსჟ მიმდინარე სეზონში წაუგებელია, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონი გუნდი ლიგა ერთში მაინც ვერ ბრწყინავს. ლორან ბლანის შეგირდებს 5 ტურში მხოლოდ 2 მოგება აქვთ. პარიზელებმა სტუმრად გამართული სამივე შეხვედრა ფრედ დაასრულეს.

“აიაქსს” ტრავმირებული ვიქტორ ფიშერი და რიჩდლი ბაზოერი არ ეყოლება. პსჟ, იმავე მიზეზით, ტიაგუ სილვას მოისაკლისებს. პარიზელთა რიგებში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას დავიდ ლუისისა და სერჟ ორიეს თამაშიც.

  • “აიაქსი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან 2005 წლის შემდეგ არ გასულა. ბოლო 4 ცდაზე ამსტერდამელები მე-3 ადგილს იკავებდნენ;
  • პსჟ-მ, სტუმრად გამართული ბოლო 7 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები

აიაქსი (4-3-3): სილესენი, ვან რეინი, ველტმანი, მოისანდერი, ბოილესენი, კლაასენი, ვიერგევერი, სერერო, გაცი, სიგთორსონი, შონე.

პსჟ (4-3-3): სირიგუ, დან დერ ვილი, ლუისი, მარკინიოსი, დინე, პასტორე, მოტა, ვერატი, მოურა, იბრაჰიმოვიჩი, კავანი.

მსაჯი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია).

 

 

G ჯგუფი

ჩელსი-შალკე

“ჩელსი” და “შალკე” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს ზედიზედ მეორედ ხვდებიან. გასულ სეზონში, ლონდონელებმა გელზენკირხენელები ორივე მატჩში ანგარიშით 3:0 გაანადგურეს. გერმანელ ფეხბურთელებს რევანშის სურვილი კი უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, “შალკეს” წარმატება ძნელად წარმოსადგენია. საქმე ისაა, რომ “არისტოკრატები” შესანიშნავ ფორმაში არია, გერმანელებს კი პირიქით – ძალიან ცუდი სტარტი აქვთ.

ჟოზე მოურინიოს გუნდმა პრემიერლიგის ოთხივე თამაში ადვილად მოიგო. ლონდონელთა რიგებში ესპანელი ახალწვეულები, დიეგო კოსტა და სესკ ფაბრეგასი ბრწყინავენ. პირველი მათგანის ანგარიშზე 7 გოლია, ხოლო ფარბეგასმა 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. “შალკეს” მცველების უმთავრესი საზრუნავი სწორედ მათი შეჩერება იქნება.

“შალკემ” სეზონი ცუდად დაიწყო. იენს კელერის გუნდი ჯერ გერმანიის თასიდან გამოვარდა, შემდეგ კი, გელზენკირხენელებმა ბუნდესლიგის 3 ტურში მხოლოდ 1 ქულა აიღეს.

“ჩელსი” ჩემპიონთა ლიგის სტარტს უდანაკარგოდ ხვდება, რასაც “შალკეზე” ვერ ვიტყვით. გემანელებს ტრავმირებული გიფერი, სანტანა, კოლასინაცი, უჩიდა, გორეცკა და ფარფანი არ ეყოლებათ.

  • “ჩელსის”, გერმანულ გუნდთან, საკუთარ მოედანზე, არასდროს წაუგია. ლონდონელებმა 7 თამაშიდან 6 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს. ამ 7 მატჩში “ჩელსიმ” მხოლოდ 1 გოლი გაუშვა;
  • “ჩელსი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეთორმეტედ, სულ კი მეცამეტედ თამაშობს;
  • “ჩელსიმ”, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ოთხივე თამაში მოიგო. ლონდონელებმა 15 გოლი გაიტანეს;
  • დიეგო კოსტამ, “ჩელსის” მაისურით გამართულ პირველ 4 თამაშში 7 გოლი გაიტანა, ხოლო სესკ ფაბრეგასმა, ამდენივე შეხვედრაში 6 საგოლე გადაცემა გააკეთა;
  • ბოლო 46 წლის განმავლობაში პირველად, “შალკემ” ბუნდესლიგის პირველი 4 თამაშიდან ვერცერთი მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ლუისი, მატიჩი, რამირესი, ვილიანი, ფაბრეგასი, აზარი, კოსტა.

შალკე (4-2-3-1): ფერმანი, აიანი, მატიპი, ჰიოვედესი, აოგო, ნოიშტადტერი, ჰიოგერი, სამი, დრაქსლერი, ჩუპო-მოტინგი, ჰუნტელაარი.

მსაჯი: ივან ბებეკი (ხორვატია).

 

მარიბორი-სპორტინგი

“მარიბორი” ჩემპიონთა ლიგას 15-წლიანი შესვენების შემდეგ უბრუნდება და პირველ მატჩს პორტუგალიურ “სპორტინგთან” ჩაატარებს, რომელიც სეზონის სტარტზე ვერ ბრწყინავეს. ლისაბონელები ჯერ კიდევ დაუმარცხებლები არიან, მაგრამ პორტუგალიის ჩემპიონატის 4 ტურის შემდეგ მათ აქტივში მხოლოდ 1 მოგებაა.

“მარიბორი” და “სპორტინგი” მატჩს თითო დანაკლისით ხვდებიან. მასპინძლებს მარკო შულერი არ ეყოლება, ხოლო სტუმრებს – სედრიკი.

  • “მარიბორი” ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად ითამაშებს;
  • “სპორტინგმა”, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ გათამაშებაში პირველი თამაში წააგო;
  • “მარიბორს”, საკუთარ კედლებში, 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები

მარიბორი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი, სულერი, არგუსი, რაიევიჩი, ვილერი, მერტელი, ფილიპოვიჩი, ბოჰარი, ტავარესი, ვრსიჩი, ზაჰოვიჩი.

სპორტინგი (4-3-3): პატრისიუ, სოარესი, მაურიციო, სარი, ნასიმენტო, მარტინსი, კარვალიო, სილვა, კარილიო, სლიმანი, ნანი.

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი).

 

 

H ჯგუფი

ბილბაო-შახტარი

“ბილბაო” ჩემპიონთა ლიგაზე 1998 წლის შემდეგ პირველად ითამაშებენ. ბასკები H ჯუფში მოხვდნენ, სადაც 3 გუნდს თითქმის თანაბარი შანსი აქვს. პირველ ტურში ესპანელები ერთ-ერთ კონკურენტს, დონეცკის “შახტარს” მასპინძლობენ და ისინი აუცილებლად მოგებისთვის იბრძოლებენ.

ბასკურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მიღმა “ნაპოლი” დატოვა, რაც ნამდვილად კარგი შედეგია, მაგრამ იაგობა არაზატეს შეგირდები ესპანეთის ჩემპიონატში ვერ ბრწყინავენ. ლა ლიგის 3 თამაშიდან მათ 2 წააგეს.

შიდა ასპარეზზე საპირისპირო მდგომარეობა აქვს “შახტარს”. დონეცკელებმა უკრაინის ჩემპიონატის ზედიზედ მეექვსედ მოგებისთვის ზრუნვა სეზონის სტარტზევე დაიწყეს და პირველი 6 თამაში მოიგეს.

  • “ბილბაო” ჩემპიონთა ლიგაზე 1998-99 წლების სეზონის შემდეგ პირველად ითამაშებს;
  • “ბილბაომ”, ევროტურნირებზე გამართული ბოლო 15 საშინაო თამაშიდან მხოლოდ 1 წააგო;
  • “შახტარმა”, მიმდინარე სეზონში გამართული 8 თამაშიდან ყველა მოიგო, გაიტანა 18 და გაუშვა მხოლოდ 1 გოლი;
  • “შახტარს”, ყველა ტურნირზე გამართულ ბოლო 16 თამაშში მინიმუმ ერთი გოლი გაჰქონდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, დე მარკოსი, ხოსე, ლაპორტე, ბალენსიაგა, რიკო, იტურასპე, სუსაეტა, მუნიაინი, გომესი, ადურისი.

შახტარი (4-2-3-1): კანიბოლოცკი, სრნა, კრივცოვი, რაკიცკი, აზევედო, სტეპანენკო, ფერნანდო, კოსტა, ტეიშეირა, ტაისონი, ადრიანო.

მსაჯი: ტასოს სიდიროპულოსი (საბერძნეთი).

 

პორტუ-ბატე

“პორტუ” ერთ-ერთია იმ სამ გუნდს შორის, რომლებსაც H ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლას უწინასწარმეტყველებენ. აქედან გამომდინარე, პორტუგალიელებმა აუტსაიდერად შერაცხულ ბატე-სთან საშინაო მატჩში აუცილებლად 3 ქულა უნდა აიღონ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ბელარუსები ჯგუფური ეტაპის მარცხით დაწყებას დაჩვეულნი არ არიან.

“პორტუ” სეზონის სტარტზე კარგ ფორმაშია. ლოპეტეგის შეგირდებმა ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში “ლილი” ორივე მატჩში დაამარცხეს, ხოლო პორტუგალიის ჩემპიონატის 4 ტურიდან 3 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს.

პორტუგალიური გუნდი ბატე-სთან გასამართ შეხვედრში ტრავმირებულ გონსალო პაციენციასა და ოლივერ ტორესს ვერ დაიხმარს. სტუმართა რიგებში საეჭვოა ნემანია ტუბიჩის თამაში.

  • ბატე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეოთხედ, ბოლო 4 სეზონში კი მესამედ მოხვდა;
  • “პორტუ” ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე მე-200 თამაშს ჩაატარებს;
  • “პორტუმ”, მიმდინარე სეზონის პირველი 5 თამაში მშრალად მოიგო, რაც კლუბის ისტორიაში პირველად მოხდა;
  • ჯექსონ მარტინესმა, მიმდინარე სეზონში გამართულ 5 თამაშში 6 გოლი გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

პორტუ (4-1-4-1): ფაბინიო, დანილო, მაიკონი, ინდი, სანდრო, კაზემირო, ბრაიმი, ნევესი, ერერა, კინტერო, მარტინესი.

ბატე (4-5-1): ჩერნიკი, კაგუში, ფილიპენკო, პოლიაკოვი, მლადენოვიჩი, იაკოვლევი, ოლეხნოვიჩი, ა. ვოლოდკი, ალექსევიჩი, მ. ვოლოდკო, როდიონოვიჩი.

მსაჯი: ბას ნეიჰუისი (ჰოლანდია).

0.211557