შესაძლოა, მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა კარიერა “მანჩესტერ იუნაიტედში” განაგრძოს. “დეილი მეილის” ცნობით, გერმანელები 29 წლის შუახაზელის გასასხვისებლად მზად არიან.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, კლუბის შეცვლა და ახალი გამოწვევები თავად შვაინშტაიგერს სურს. “ბაიერნი” მის სურვილს ითვალისწინებს და მზადაა, ერთ-ერთ ლიდერს საკმაოდ იაფად შეელიოს. ერთი ინფორმაციით, მიუნხენელები ნახევარმცველში მხოლოდ 10 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვენ.
ერთადერთი პრობლემა შვაინშტაიგერის ჯამაგირია. გერმანელი “ბაიერნში” წლიურად 8 მილიონ გირვანქა სტერლინგს იღებს და “მანჩესტერი” ფეხბურთელთან პირად კონტრაქტზე შეთანხმებას ცდილობს.