ფეხბურთი

13:26 | 21.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” მცველებს კარგავს

ჯერომი ბოატენგისა და ჰოლგერ ბადშტუბერის შემდეგ, მიუნხენის “ბაიერნს” კიდევ ერთი მცველი, ამჯერად ბრაზილიელი დანტე გამოაკლდა.

შაბათს “მაინცთან” გამართულ ბუნდესლიგის მატჩში, 30 წლის ბრაზილიელს ფეხი გადაუსკდა. დაზიანება იმდენად სერიოზული იყო, რომ ის პირველივე ტაიმში შეცვალეს და მოგვიანებით 10 ნაკერი დაადეს. ამ ტრავმის გამო დანტე მოედანზე დაახლობით ორი კვირა ვერ გავა.

ამრიგად, 23 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე ჩეხური “ვიქტორია პლზენის” წინააღმდეგ დანტე დანამდვილებით ვერ ითამაშებს, ისევე, როგორც ტრავმირებული ბადშტუბერი და დისკვალიფიცირებული ბოატენგი. აღსანიშნავია, რომ საყრდენი ნახევარმცველი ხავი მარტინესი, რომელსაც დაცვის ცენტრში თამაშის გამოცდილება აქვს, საზარდულზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ სრულად ჯერ არ გამოჯანმრთელებულა.

ამრიგად, მომავალი მატჩისთვის გუნდის მთავარი მწვრთნელი პეპე გვარდიოლა დაცვის ცენტრში დანიელ ვან ბუიტენისა და იან კირჰოფის დუეტს დააყენებს. სამაგიეროდ, მოედანს უნდა დაუბრუნდეს ფრანკ რიბერი, რომელმაც “მაინცთან” მატჩი მიკროტრავმის გამო გამოტოვა.

 

0.119427