ფეხბურთი

15:45 | 4.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” კუადრადოთი დაინტერესდა

მიუნხენის “ბაიერნის” სამწვრთნელო შტაბი “ფიორენტინას” ნახევარმცველ ხუან გილერმო კუადრადოთი დაინტერესდა. გერმანული პრესის ცნობით, ბავარიული კლუბის მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა კოლუმბიელ ფეხბურთელს პირველივე ტურებიდან აკვირდება და ახლახან კონკრეტულ ნაბიჯებზეც გადავიდა – ფლორენციაში უკვე ჩავიდა “ბაიერნის” წარმომადგენელი, რომელმაც ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკება უნდა წამოიწყოს.

ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე ხუან გილერმო კუადრადოს შეძენა მადრიდის “რეალსაც” სურდა, მაგრამ “ფიორენტინამ” ფეხბურთელის ტრანსფერზე დაყენებისგან თავი შეიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11819