ფეხბურთი

16:59 | 22.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” კონტრაქტებზე ფიქრობს

მიუნხენის “ბაიერნის” გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, გაუხანგრძლივოს თუ არა კონტრაქტები გუნდის რამდენიმე მნიშვნელოვან ფეხბურთელს. Kicker-ის ცნობით, საუბარია არიენ რობენზე, ტონი კროოსზე, დავიდ ალაბასა და ჟერომ ბოატენგზე.

“თავდაპირველად, შევხედავთ, როგორ განვიტარდება მოვლენები, შემდეგ კი, საჭირო გადაწყვეტილებებს მივიღებთ. მოდით, ნუ დავივიწყებთ, რომ მათ კონტრაქტები 2 წლის შემდეგ ეწურებათ. ამ ხნის განმავლობაში, შესაძლოა ყველაფერი მოხდეს”, - განაცხადა რუმენიგემ.

ცნობისათვის, ოთხივე მათგანს კონტრაქტები 2015 წელს ეწურებათ.

 

0.149077