ფეხბურთი

12:41 | 27.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” კოკესთვის ბრძოლაში ჩაება

მადრიდის “ატლეტიკოს” ახალგაზრდა ნახევარმცველი კოკე მიუნხენის “ბაიერნის” ინტერესთა სფეროში მოექცა.

Marca-ს ცნობით, გერმანიის ჩემპიონს, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, ესპანეთის ეროვნული ნაკრების 21 წლის ფეხბურთელის შეძენა მყარად აქვს გადაწყვეტილი.

წყაროს ინფორმაციით, “ბაიერნი” შესაძლო გარიგებაში კომპენსაციის სახით ნახევარმცველ ჯერდან შაკირის ჩართვასაც ფიქრობს. შეგახსენებთ, რომ მიუნხენელთა შემადგენლობაში უკვე თამაშობს ორი ესპანელი ნახევარმცველი - ხავი მარტინესი და ტიაგო ალკანტარა.

კოკესთვის ბრძოლაში “ბაიერნის” მთავარი კონკურენტები “მილანი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ლივერპული” და “ბარსელონა” იქნებიან. ახალგაზრდა ფეხბურთელმა პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონის 17 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.110799
სარეკლამო ადგილი - 99
X x X