მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ მისმა კლუბმა “დორტმუნდის” ფეხბურთელების დამატება განაგრძოს.
“დორტმუნდის” ფეხბურთელების ყიდვაზე უარის თქმა ლოგიკას მოკლებული იქნება. ამიტომ, ამ ნაბიჯს არ გადავდგამთ.” – აცხადებს რუმენიგე.
შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულში, “ბაიერნმა” “დორტმუნდიდან” მარიო გიოტცე შეიძინა, ხოლო იურგენ კლოპის ამჟამინდელი ლიდერი, რობერტ ლევანდოვსკი, მიუნხენს მიმდინარე სეზონის ბოლოს მიაშურებს.