ფეხბურთი

14:11 | 29.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” დავიდ ლუისში 40 მილიონს იხდის

 

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დახურვამდე, მიუნხენის “ბაიერნი” დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და თვალი ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის “ჩელსის” მცველ დავიდ ლუისს დაადგა.

The Telegraph-ის ცნობით, გერმანული გრანდის ახალი მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა, 26 წლის ფეხბურთელის დიდი თაყვანისმცემელია და მისი შეძენაც მყარად აქვს გადაწყვეტილი.

ინგლისური პრესა იუწყება, რომ “ბაიერნმა” ინგლისელებს, დავიდ ლუისის სანაცვლოდ, 40 მილიონი ევრო შესთავაზა. გარდა ამისა, სხვადასხვა ბონუსების სახით, მიუნხენელები დამატებით კიდევ 5 მილიონს გადაიხდიან.

ვარაუდობენ, რომ კლუბებს შორის მოლაპარაკება უახლოეს პერიოდში დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელის შეძენა კატალონიურ “ბარსელონასაც” სურს. დავიდ ლუისი “ჩელსიში” 2010 წელს, “ბენფიკადან” გადავიდა და ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში ჩატარებულ 30 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

 

 

0.107426