ფეხბურთი

11:57 | 16.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ დავიდ ლუისში 30 მილიონს იხდის

მიუნხენის „ბაიერნის“ სამწვრთნელო შტაბი ლონდონის „ჩელსის“ მცველ დავიდ ლუისით დაინტერესდა. bild-ის ცნობით, ბავარიელები ბრაზილიელის ტრანსფერში 30 მილიონი ევროს გადასახდელად არიან მზად.

ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკების წამოსაწყებად „ჩელსის“ ხელმძღვანელობაც მზადაა, ოღონდ თავისი ვარიანტით - „ბაიერნს“ ლუისი თავდამსხმელ მარიო მანჯუკიჩში გაუცვალოს. ლონდონელები უკვე ხორვატი ფეხბურთელის აგენტსაც კი დაუკავშირდნენ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ბრიტანული გამოცემები წერდნენ, რომ დავიდ ლუისის საკითხი უკვე თითქმის გადაწყვეტილია და იგი მომავალი სეზონიდან „ბარსელონას“ ფორმას მოირგებს, მაგრამ გერმანიაში სხვანაირად ფიქრობენ.


0.114261