გერმანიის ბუნდესლიგის 31-ე ტურის შაბათს ჩატარებული მატჩები ძირითადად ლოგიკური შედეგებით დასრულდა. იურგენ კლოპის დამოძღვრილი „დორტმუნდი“ „მაინცთან“ მატჩში დიდ უპირატესობას ფლობდა და დამსახურებული 3 ქულაც მოიპოვა.
„სიგნალ იდუნა პარკზე“, მასპინძლები მატჩის დებიუტში დაწინაურდნენ - მილოშ იოიჩის დარტყმული ბურთი რიკოშეტის წყალობით სტუმართა კარში აღმოჩნდა. „მაინცი“ არ გატყდა და ანგარიშიც მალევე გაათანაბრა - შინჯი ოკაზაკიმ საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაჰკრა.
დორტმუნდელებს უპირატესობის დასაბრუნებლად დიდი დრო არ დასჭირვებიათ - რობერტ ლევანდოვსკიმ გენრიხ მხითარიანის პასის შემდეგ თითქმის დაუცველ კარში იოლად გაიტანა. მეორე ტაიმში, ოკაზაკიმ დუბლი გაიფორმა და ანგარიში მეორედ გაათანაბრა. „დორტმუნდი“ დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა და საგოლე მომენტებსაც მრავლად ქმნიდა. ეს ტაბლოზეც აისახა - ლუკაშ პიშჩეკის გოლისა და მარკო როისის პენალტის წყალობით, მასპინძლებმა 4:2 იმარჯვეს.
ბოლო ტურებში წარუმატებელი თამაშის შემდეგ, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის ტრიუმფატორმა მიუნხენის „ბაიერნმა“ ბოლოადგილოსან „ბრაუნშვაიგს“ სძლია. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მიუნხენელები ვეტერანმა კლაუდიო პისარომ დააწინაურა - პერუელმა მარიო გიოტცეს მახვილგონივრული პასი გოლით დაუფასა.
რამდენიმე წუთში, შეცვლაზე შესული მარიო მანჯუკიჩი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და ბურთი ფეხებშუა გაუძვრინა - 0:2.
„ვოლფსბურგი“ ჰამბურგში ჩავიდა და ადგილობრივ კლუბთან 3 ქულა მოიპოვა. მე-2 წუთზე, „მგლები“ ივან პერიშიჩის გოლით დაწინაურდნენ და გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. ტაიმის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე, კევინ დე ბრეინემ მეკარისაგან შორეულ კუთხეში გადაგზავნა ბურთი და „ვოლფსბურგი“ შესვენებაზე სოლიდური უპირატესობით გაიყვანა.
მეორე ტაიმის დებიუტში, ვეტერანმა ივიცა ოლიჩმაც ისახელა თავი და სტუმრებს 3-ბურთიანი უპირატესობა მოუტანა, რითაც გამარჯვებულის ვინაობაც გამოარკვია. ჰამბურგელებმა ივო ილიჩევიჩის გოლით ანგარიშში სხვაობა შეამცირეს, მაგრამ ეს მათი მაქსიმუმი აღმოჩნდა - 1:3.
დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“. 80645
დორტმუნდი - მაინცი 4:2 (2:1)
დორტმუნდი: ლანჟერაკი, პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, ჰუმელსი, დურმი, კირხი, შაჰინი, იოიჩი (ჰოფმანი 81), მხითარიანი (გროსკროიცი 80), როისი (ობამეიანგი (84), ლევანდოვსკი.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
მაინცი: კარიუსი, პოსპეხი, ნოვესკი, ბელი (სალერი 46), დიასი, ბუნგერტი, ჰეისი, მორიცი (პარკერი 46), მალი (ჩჟა-ჩოლი 76), შუპო-მოტინგი, ოკაზაკი.
მწვრთნელი: ტომას ტუხელი
გოლი: 1:0 იოიჩი (6), 1:1 ოკაზაკი (14), 2:1 ლევანდოვსკი (18), 2:2 ოკაზაკი (53), 3:2 პიშჩეკი (56), 4:2 როისი (79)
გაფრთხილება: იოიჩი (8) - ოკაზაკი (39)
გაძევება: ბუნგერტი (79)
კარში დარტყმა: 30 (21) – 9 (6) ჯარიმა: 9 - 17 კუთხური: 12 - 2 თამაშგარე: 4 - 4 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 4 – 17
ფრაიბურგი. „მაგე სოლარ შტადიონი“. 24000
ფრაიბურგი - გლადბახი 4:2 (0:1)
ფრაიბურგი: ბაუმანი, სორგი, ჰენი (ჰეფლერი 59), გიუნტერი, გუედე, გინტერი, შუსტერი, დარიდა, შმიდი, კლაუსი (კერკი 87), მეჰმედი (შრამლი 90).
მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი
გლადბახი: შტეგენი, ბრაუვერსი, დომინგესი, ნორდტვეიტი, დამსი, იანჩკე, ჯაკა, არანგო (ჰრგოტა 84), რაფაელი, კრუზე, ჰერმანი (კრამერი 75).
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
გოლი: 0:1 ჰერმანი (9), 1:1 მეჰმედი (51), 2:1 სორგი (71), 3:1 დარიდა (73), 4:1 მეჰმედი (87), 4:2 ნორდტვეიტი (89)
გაფრთხილება: კლაუსი (67), სორგი (89) - ჯაკა (53), კრუზე (70)
გაძევება: ჯაკა (70)
კარში დარტყმა: 15 (8) – 14 (6) ჯარიმა: 9 - 10 კუთხური: 5 - 5 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 49% - 51% სეივი: 4 – 4
ბრაუნშვაიგი. „აინტრახტ შტადიონი“. 24000
ბრაუნშვაიგი - ბაიერნი 0:2 (0:0)
ბრაუნშვაიგი: დაფარი, დოღანი, ჰენი, რაიხელი, ელაბდელაუი, კრატცი (პფიცნერი 73), ტოიერკაუფი, ჰოკსჰაიდტი (კალიჯური 72), ბოლანდი, კრუპკე (ადემი 83), ნილსენი.
მწვრთნელი: ტორსტენ ლიბერკნეხტი
ბაიერნი: რედერი, დანტე, მარტინესი, ბოატენგი, ლამი (ვიზერი 88), რიბერი (მანჯუკიჩი 73), რობენი (მიულერი 73), გიოტცე, შვაინშტაიგერი, ჰეიბერგი, პისარო.
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
გოლი: 0:1 პისარო (75), 0:2 მანჯუკიჩი (85)
გაფრთხილება: ჰოკსჰაიდტი (55), ჰენი (77) - შვაინშტაიგერი (89)
კარში დარტყმა: 7 (2) – 12 (9) ჯარიმა: 21 - 15 კუთხური: 2 - 3 თამაშგარე: 7 - 3 ბურთის ფლობა: 37% - 63% სეივი: 7 – 2
ბრემენი. „ვეზერშტადიონი“.
ვერდერი - ჰოფენჰაიმი 3:1 (1:1)
ვერდერი: ვოლფი, ფრიცი (იგნიოვსკი 64), პრედლი, კალდიროლა, გარსია, სელასი, ბარგფრედე, მაკიადი, ჰანტი (პეტერსენი 90), ელია (ლუკიმია-მულონგოტი 87), დი სანტო.
მწვრთნელი: რობინ დუტი
ჰოფენჰაიმი: გრალი, ჯონსონი, ვესტერგორი, ტოლიანი, შტრობლი (ზიულე 46), რუდი (მოდესტი 82), პოლანსკი, ფირმინო, სალიჰოვიჩი, ელიუნუსი (ჰამადი 61), ფოლანდი.
მწვრთნელი: მარკუს გისდოლი
გოლი: 0:1 ფოლანდი (3), 1:1 ბარგფრედე (18), 2:1 გარსია (78), 3:1 პეტერსენი (90)
გაფრთხილება: გარსია (87) - რუდი (37), ელიუნუსი (44), გრალი (80)
კარში დარტყმა: 12 (9) – 14 (11) ჯარიმა: 11 - 27 კუთხური: 8 - 6 თამაშგარე: 1 - 3 ბურთის ფლობა: 49% - 51% სეივი: 10 – 6
აუგსბურგი. „სგლ არენა“. 30000
აუგსბურგი - ჰერტა 0:0
აუგსბურგი: ჰიცი, კალსენ-ბრაკერი, ვერჰაგი, კლავანი, ოსტრცოლეკი, იუნ-ჰო, ვერნერი (ჰანი 58), ბაიერი, ალტინტოპი (დონ-ვონი 78), მიოლდერსი (ბობადილია 72), ეშვაინი.
მწვრთნელი: მარკუს ვაინცირლი
ჰერტა: კრაფტი, ლანგკამპი, პეკარიკი, ვან დენ ბერგი, ნჟენგი (ნიმაიერი 75), ჰოსოგაი, შელბრედი (ბაუმიოჰანი 90), ლუსტენბერგერი, ჯიგერჯი, ალაგი (შულცი 67), ვაგნერი.
მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი
გაფრთხილება: ოსტრცოლეკი (52) - ალაგი (63), ლანგკამპი (67), ნიმაიერი (89)
კარში დარტყმა: 10 (5) – 13 (5) ჯარიმა: 17 - 19 კუთხური: 3 - 4 თამაშგარე: 2 - 3 ბურთის ფლობა: 57% - 43% სეივი: 5 – 5
ჰამბურგი. „იმტეხ არენა“. 57000
ჰამბურგი - ვოლფსბურგი 1:3 (0:2)
ჰამბურგი: ადლერი, ვესტერმანი, მანსენი, დიკმაიერი, ილიჩევიჩი (მაჯო 86), ტეშე, ირაჩეკი, რინკონი (დემირბაი 73), არსლანი (ჯონი 56), ჩალხანოღლუ, ზუა.
მწვრთნელი: მირკო სლომკა
ვოლფსბურგი: გრიუნი, ნალდო, როდრიგესი, კნოხე, პოლაკი (მედოევიჩი 86), გუსტავო, პერიშიჩი, ტრეში, დე ბრეინე, არნოლდი (ვიეირინია 76), ოლიჩი (შეფერი 83).
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი
გოლი: 0:1 პერიშიჩი (2), 0:2 დე ბრეინე (42), 0:3 ოლიჩი (49), 1:3 ილიჩევიჩი (58)
გაფრთხილება: ტეშე (89) - გუსტავო (67)
გაძევება: გუსტავო (90)
კარში დარტყმა: 14 (8) – 16 (8) ჯარიმა: 19 - 15 კუთხური: 4 - 7 თამაშგარე: 4 - 2 ბურთის ფლობა: 50% - 50% სეივი: 5 – 7