ფეხბურთი

18:22 | 20.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” ბენატიაში 30 მილიონს იხდის

“რომას” მაროკოელი ცენტრალური მცველი მეჰდი ბენატია კარიერის მიუნხენის “ბაიერნში” გაგრძელებასთან ახლოსაა. ამ ინფორმაციას ფრანგული L’Equipe ავრცელებს.

“ბაიერნი” რომ 27 წლის უკანახაზელის შეძენითაა დაინტერესებული, ეს სიახლე არაა. ფრანგი ჟურნალისტების ცნობით, მიუნხენელები, რომლებსაც ბენატია ტრავმირებული ხავი მარტინესის შემცვლელად უნდათ, მზად არიან მასში 30 მილიონი ევრო გადაიხადონ. მართალია, “რომა” 35 მილიონს ითხოვს, მაგრამ სხვაობა იმდენად დიდი არაა, რომ მხარეებმა მოლაპარაკება ვერ მოახერხონ.

როგორც ცნობილია, “ბაიერნის” გარდა, ბენატიას შეძენის სურვილს “ჩელსიც” გამოთქვამს.

0.153445