ფეხბურთი

14:25 | 5.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერმა” ჰიიპია გაუშვა

ფინელი სპეციალისტი სამი ჰიიპია ლევერკუზენის “ბაიერის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს. ამის შესახებ გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

ჰიიპია “ლევერკუზენში” 2012 წლიდან მუშაობდა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა შარშან ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბი ტურნირზე ლევერკუზენელები ჯგუფიდან გავიდნენ და 1/8-ფინალში ფრანგულ პსჟ-სთან დამარცხდნენ.

“ბაიერს” სეზონის ბოლომდე 42 წლის პოლონელი საშა ლევანდოვსკი უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე ჰიიპიას თანაშემწე იყო.

0.728696