ლევერკუზენის “ბაიერმა” კონტრაქტი 17 წლის თავდამსხმელ იულიან ბრანდტთან გააფორმა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “ბაიერის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
ახალგაზრდა ფორვარდმა, რომელიც მანამდე “ვოლფსბურგში” გამოდიოდა, ლევერკუზენელბთან კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისამდე დადო. “ბაიერის” პრესსამსახურის ინფორმაცით, თავის რიგებში ბრანდტის ხილვა რამდენიმე გერმანულ და სხვა ევროპულ კლუბს სურდა.
“იულიან ბრანდტი გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია. მასთან კონტრაქტის გაფორმება კლუბში განხორციელებული სამომავლო ინვესტიციაა” – განაცხადა “ბაიერის” სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა.