ჭადრაკი

20:13 | 6.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბაციაშვილმა ვროცლავის ტურნირი მოიგო

ქართველი ნინო ბაციაშვილის (2419) გამარჯვებით დასრულდა პოლონეთის ქალაქ ვროცლავში გამართული საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელიც ათ მონაწილეს შორის წრიული სისტემით წარიმართა.

ბაციაშვილმა ბოლო მე-9 ტურში თეთრი ფიგურებით პოლონეთის ნაკრების ლიდერი მონიკა სოცკო (2444) დაამარცხა და კიდევ ერთი მასპინძელი იოანა მაიდან-გაიევსკას დარად 6.5 ქულა მოაგროვა, თუმცა კი, მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა და მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.

საპრიზო სამეულში შესვლამდე ძალიან ცოტა დააკლდა ვროცლავის ტურნირის კიდევ ერთ ქართველ მონაწილე სოფიკო გურამიშვილს (2431).

უკანასკნელ ტურში იგი თეთრებით ევროპის ექს-ჩემპიონ ეკატერინა ატალიკს (თურქეთი, 2433) დაუზავდა და 5.0 ქულა მოაგროვა. გურამიშვილი პოლონელ კარინა შჩეპკოვსკა-ჰოროვსკას (2376), რომელიც მე-3 ადგილზე გავიდა, მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა.

0.127235