ჭადრაკი

15:12 | 4.10.2013 | ნანახია 1482 - ჯერ

ბაციაშვილმა რეიტინგ-ფავორიტი დაამარცხა

ერთტურიანი შესვენების შემდეგ, ქართველმა მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილმა (2419), რომელიც პოლონეთის ქალაქ ვროცლავში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე თამაშობს, ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნა.

მე-6 ტურში ბაციაშვილმა თეთრი ფიგურებით ტურნირის რეიტინგ-ფავორიტი სომეხი ლილიტ მკრტჩიანი (2469) დაამარცხა, 4.5 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტს, პოლონელ იოანა მაიდან-გაიევსკას (2384) ნახევარი ქულით გაუსწრო.

წარმატებული დღე ჰქონდა ტურნირის მე-2 ქართველ მონაწილე სოფიკო გურამიშვილსაც (2431). მან შავებით კიდევ ერთი მასპინძელ იოლანტა ზავადსკას (2377) აჯობა და 3.5 ქულით მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.

ვროცლავის ტურნირი, რომელიც კრისტინა ჰოლუი-რაძიკოვსკას სახელობის გახლავთ, 9 ტურად მიმდინარეობს და 6 ოქტომბერს დასრულდება. მე-7 ტურში პოლონეთში ქართულ დაპირისპირებას ვიხილავთ – გურამიშვილი ბაციაშვილს თეთრი ფიგურებით ეთამაშება.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:25 | 12.10.2013
mushni (93569)

ხოო

04:24 | 12.10.2013
mushni (93569)

რატოოოოოოოოო

04:24 | 12.10.2013
mushni (93569)

კაია

10:09 | 06.10.2013
gudu1985 (523)

დღეს ბოლო ტურია !სამეულში ორივე !

04:25 | 12.10.2013
mushni (93569)

გონჯაა

19:33 | 04.10.2013
gudu1985 (523)

წარმატებები !

19:31 | 04.10.2013
gudu1985 (523)

ყოჩაღ გოგონებო !

04:24 | 12.10.2013
mushni (93569)

არა

15:29 | 04.10.2013
vatsadze (20)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

04:24 | 12.10.2013
mushni (93569)

DDDD

0.140198