ჭადრაკი

12:10 | 14.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბაციაშვილმა I-VII ადგილები გაიყო

საბერძნეთის ქალაქ კავალაში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა ბათუმელმა ნინო ბაციაშვილმა (2412), რომელსაც მე-13 რეიტინგი გააჩნდა, თუმცა 9 ტურში 6.5 ქულა მოაგროვა და I-VII ადგილები გაინაწილა.

ქართველი მოჭადრაკის დარი მონაგარი ტამირ ნაბატს (ისრაელი, 2567), სანტოშ ვიდიტს (ინდოეთი, 2563), ალექსანდრ ხარიტონოვს (რუსეთი, 2547), დიმიტროს მასტროვასილისს (საბერძნეთი, 2595), ვლადისლავ ნევედნიჩის (რუმინეთი, 2573) და ატანასიოს მასტროვასილისს (საბერძნეთი, 2541) აღმოაჩნდათ, დამატებითი მაჩვენებლებით კი ბაციაშვილს მე-6 პოზიცია ერგო.

ბათუმელმა დიდოსტატმა 4 პარტია მოიგო, 5 კი ფრედ დაასრულა და საკუთარ რეიტინგს 13.8 პუნქტი შემატა. ამასთან, ნინომ ბერძნულ ტურნირში მოასპარეზე ქალთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა. ქალებში მესამე მაჩვენებელი ჰქონდა ტურნირის მეორე ქართველ მონაწილე ინგა ჭარხალაშვილს (2352). მან 5.0 ქულა მიითვალა და საერთო ცხრილში 75 მოჭადრაკეს შორის 26-ე გახლდათ.

0.112809