ჭადრაკი

14:33 | 3.10.2013 | ნანახია 1698 - ჯერ

ბაციაშვილის პირველი მარცხი

ვროცლავში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის მე-5 ტურში ქართველი ნინო ბაციაშვილი (2419) შავი ფიგურებით პოლონელ კარინა შჩეპკოვსკა-ჰოროვსკასთან დამარცხდა, რაც ერთპიროვნული ლიდერობის დათმობას დაუჯდა.

ბაციაშვილს აქტივში 3.5 ქულა შერჩა და მას კიდევ ერთი მასპინძელი იოანა მაიდან-გაიევსკა (2384) დაეწია, რომელმაც თანამემამულე მონიკა სოცკოს (2444) სძლია. დამატებითი მაჩვენებლებით, ნინო მე-2 ადგილზე იმყოფება.

პოლონური ტურნირის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე სოფიკო გურამიშვილი (2431) შავებით შეჯიბრის რეიტინგ-ფავორიტს ლილიკ მკრტჩიანს (2469) დაუზავდა და 2.5 ქულით ათ მონაწილეს შორის მე-6 პოზიციაზეა.

მე-6 ტურში ბაციაშვილი თეთრი ფიგურებით მკრტჩიანს ეთამაშება, გურამიშვილი კი შავებით პოლონელ იოლანტა ზავადსკას (2377) დაუპირისპირდება.

ვროცლავის ტურნირი, რომელიც კრისტინა ჰოლუი-რაძიკოვსკას სახელობის გახლავთ, 9 ტურად მიმდინარეობს და 6 ოქტომბერს დასრულდება.


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:51 | 08.10.2013
kalesu (249)

gudu1985 გეთანხმებით....ეხლა ბავშვებს ჭირდებათ დიდი ყურადღება...გარკვეულ ეტაპამდე კლასიკური წვრთნა ჭირდებათ,რასაც ძველი თაობა კარგად გაართმევს თავს,მერე კი უკვე დღევანდელ აქტიურ სპორცმენებს უნდა გადაულოცონ მათი წვრთნა...კიდევ ვიმეორებ...კლასიკა რჩება კლასიკად,მაგრამ დრო ბევრ რამეს ცვლის...ამას აქტიური ტურნირების გამოცდილებაც ემატება და თანამედროვე აზროვნებაც...თაობებს ფსიქიკა,მენტალობა,ინტერესები და უამრავი რამ ეცვლებათ,რასაც ძველები ვეღარ ეწევიან და ამიტომ ვეღარც უდგანან გვერდით ისე,როგორც საჭიროა...ეს ფედერაციამ გადასარევად იცის...თუმცა არაფერს ცვლის და ესაა სამწუხარო...საშინელი მენეჯმენტით მუშაობენ...არააქვთ მორალური კოდექსი,თორემ ამდენს არ აიღებდნენ საკუთარ თავზე...ფართო გზა ახალგაზრდებს...

09:51 | 08.10.2013
gudu1985 (523)

chesscom (4)
kalesu (169)
რა დედობრივი მზრუნველობა უფრო დღეს ბუდვაში წასულ ბავშვებს წაადგებოდათ,ვიძახდი ორს მარა შეიძლება მხოლოდ ერთს დასჯერდნენ ბავშვები,აი იქ უნდა ყოფილიყვნენ,ამავ დროულად დააკვირდით თუ როგორ თამაშობს უმრავლესობა პარტიის დაბოლოებას,ამის დიდი გამოცდილება კი აქვს მათ.ალბათ როგორც kalesu (169) იძახის უკვე ბავშვებისკენ უნდა მიმართონ ენერგია და გამოცდილება,ხოლო შემდგომ თაობებს კი გადასცენ ნაკრების სადავეები- "ახლა მაგათ დროა "

20:33 | 06.10.2013
kalesu (249)

chesscom-დამავიწყდა დამეწერა რა აზრის ვარ ზოგიერთ "ენამწარეზე"...უმრავლესობა მათგანი ტენდენციურია და თავის პატარა 3X4 ჩარჩოში აზროვნებს...მათზე დროის კარგვა არც ღირს,უბრალოდ უნდა დააიგნოროთ..ისინი საზოგადოებრივ აზრს ვერ შექმნიან ვერასოდეს...უბრალოდ დაიხრჩობიან საკუთარი ბოღმის ზღვაში...)))))))

20:20 | 06.10.2013
kalesu (249)

no problem my dear "chesscom"...მადლობთ მილოცვისათვის...რაც შეეხება ჩემს აქ არ ყოფნას,მე ფიზიკურად არ ვიყავი აქ,თორემ ,მინდა დაგარწმუნო,ჩემო კარგო რომ ,არაფერი გამომიტოვებია...ქართთლის დედასავით გვერდში დგომაზე ,რომ წარსულში ლაპარაკობთ ფაქტია, გაიხსენეთაზმაიფარაშვილი,ტაიმანოვი,სუტოვსკი...სხვა ქვეყნების კაპიტნები,ისი გუნდებს დედობის გასაწევად არ დაყვებიან,ისინი გუნდს თეორიულ ნაწილში უდიდეს დახმარებას უწევენ და საერთოდ დადგა უკვე დრო ამ თაობამ თავის შეცდომებზე იფიქროს და აქთიურ სპორტში ახალგაზრდებს დაუთმონ გზა...ამ ტაობის მმართველობას შეეწირა მათი მომდევნო თაობა,რომელმაც საზღვარგარეთ გაქცევით უშველა თავს...მათი გვარები უამრავჯერ დავწერე და ნუღარ ჩამომათვლევინებ...აი სწორედ ამ თაობამ უნდა აიღოს მართვის სადავეები რადგან საკუთარ თავზე გამოცადეს ამათი შეცდომების სიმძიმე...ისი იგივე შეცდომებს აღარ დაუშვებენ...1980-1990 -იანებმა უნდა მართონ საჭადრაკო სივრცე..თაობები იცვლება და შესაბამისად აზროვნებაც ,ამიტომ ახლებური აზროვნებაა საჭირო...კაცო ,ბოლოსდაბოლოს შექსპირი და რუსთაველი მოძველდა (თუმცა კლასიკად დარჩნენ) და ეს ჩვენი ფედერაცია ასეთი რა ტალანტებითაა დაკომპლექტებული,რომ შეუცვლელები არიან?....სასაცილოა სატირალი,რომ არ იყოს...მინდა სწორად გამიგო...მე არავის არ'" ვერჩი" უბრალოდ მაწუხებს დღევანდელი სიტუაცია...ყველაფერი თვითდინებაზეა მიშვებული და არანაირი პროგრესი....ეს თაობა არ მინდა გადაყვეს ამ ყველაფერს...მენანებიან...ნონა და ნანა მინდა კიდევ და ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი სწორი მართვის პირობებში...ბავშვებიც კი საოცრები გვყავს...აი ასე ჩემო კარგო...ყველაფერს თავისი ვადა და დრო აქვს...

19:44 | 06.10.2013
gudu1985 (523)

ნინომ 1-2 კოეფიციენტით 1 და სოფომ 3-4 კოეფიციენტით 4 ადგილები დაიკავეს,გილოცავთ წარმატებას

12:48 | 06.10.2013
chesscom (4)

ასევე ჩემო კარგო 'kalesu' ,პირველ რიგში მიუხედავად იმისა,რომ არ ვიცი ხართ თუ არა თბილისელი თბილისობას გილოცავთ.ეხლა არანაკლებ მთავარი. თქვენი ნაწერის წაკითხვის შემდეგ ასევე აბსოლუტურად გეთანხმებით,რომ ბევრი წელი გაგიტარებიათ სხვა ქვეყანაში.წინააღმდეგ შემთხვევაში გემახსოვრებოდათ,რომ იყო პერიოდი და არც თუ ისე მცირე,როდესაც ნაკრების წევრები,ყველა ინტერვიუში,როგორი პათოსით ამბობდნენ,რომ კაპიტანი,ზოგიერთის აზრით 'ტურისტი' როგორ ქართვლის დედასავით ედგა გოგონებს და რომ არა ის,მისი თავდადება,როგორი რთული იქნებოდა არსებული შედეგის მიღება.მე ამას ვისმენდი და ვკითხულობდი.თქვენ ალბათ არა და ამაშია საქმე.. მე როგორც ერთი რიგითი(გარწმუნებთ!რადგან ქვეტექსტებს მიგიხვდით) ჭადრაკის გულშემატკივარი ადრეც ვეცნობოდი და ეხლაც ვეცნობი აქ ნაცერებს,რადგან შეძლებისდაგვარად შევიქმნა წარმოდგენა თუ რა ხდება შიგნიტ,სამზარეულოში.. და სიმართლე გითხრა გაკვირვებული ვარ.ჩემი აზრით,ან თუნდაც წესით უჩკვიანესი ადამიანები როგორ 'მდაბიურად' ებრძვიან ერტმანეთს,თქვენ,რომ ახსენებთ იმ ადამიანებს როგორ აყენებდნენ პიროვნულ შეურაცხყოფას,როგორ იწყევლებოდნენ აშარი დედაკაცებივით..ამაშია საქმე.დარწმუნებული ვარ სხვაზე არანაკლებ მოგეხსენებათ,რომ როდესაც ერთ დღეს ადამიანი ქებით ზეცამდე აგყავს და მეორე დღეს წყევლი,ეს მხოლოდ ჩვენი,ქართველების დიდ,ზე ბუნებაზე მეტყველებს.. ოქრო ნაგვად თუ ნაგავი ოქროდ ამას ისტორია განსჯის.. ხოლო რაც შეეხება -სასწრაფოდ და საგანგებოდ დარეგისტრირებული "chesscom"-ს.ერთში მართალი ხართ, ახალი შექმნილია და რატოა ეს პრობლემა სიმართლე გითხრათ არ ვიცი.. ადრე სხვა სახელითაც დამიწერია და რა მერე?? any pronlem? პ.ს. თუ რამეს მიპასუხებთ აჯობებს შენობით ფორმაზე გადავიდეთ ,დარგან ვგრძნობ,რომ ახლობლები თუ არა კარგი ნაცნობები მაინც ვხდებით..

12:02 | 08.10.2013
kalesu (249)

მგონი "კარგი ნაცნობი" დავკარგე....ნეტავ ხომ არაფერი გაწყენინე ჩემო კარგო?...)))))

20:35 | 05.10.2013
kalesu (249)

ჩემო კარგო "chesscom"აბსოლიტურად გეთანხმებით იმაში ,რომ ზოგადად, ქართველები უმადურობის მეტრები ვართ....მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა...მე ბევრი წელი გავატარე სხვა ქვეყანაში ჭადრაკთან "ძალიან"ახლოს და ტურნირების დროს ვუყურებდი კაპიტნისა და მწვრთნელის გამოუძინებელ სახეებს...დამოკიდებულებას მოჭადრაკეებსა და ამ ორ პერსონას შორის და წუხილით უნდა გითხრა,რომ მსგავსი არაფერი ხდება ჩვენთან....ელემენტარულად.-..გადახედეთ ფედერაციის გამგეობის ოქმებს, სადაც ნაკრების წევრთა თამაშებია განხილული, -იქ მხოლოდ ცალკეულ მოთამაშეთა მინუსებზეა საუბარი და მწვრთნელს და კაპიტანს არავინ ახსენებს....იქ, სადაც მე ვიყავი, მწვრთნელსაც კი უშვებდნენ თუ ჩათვლიდნენ,რომ მწვრთნელის შეცდომამ წააგებინა მოჭადრაკეს...ღამეებს ათენებდნენ მწვრთნელები მოწინააღმდეგეების თამაშების შესწავლაში.... ჩვენი კაპიტანი კი ,ისევ წუხილით უნდა გითხრათ -ტურისტია... მოკლედ...წარმატებებს რაც შეეხება,მითხარით რომელ ი ტურნირიც გინდათ და განვიხილოთ....საუბედუროდ მე მართალი ვარ და ამის დასტური თქვენს მიერ სასწრად და საგანგებოდ დარეგისტრირებული "chesscom"- იც არის...მე არავის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს....უბრალოდ ძალიან მაწუხებს ქართული ჭადრაკის ბედი და ყველამ მომიტევოს, თუ რეალობას ვერ გავექეცი.....ასე არაა მეგობარო....არც წაგება და არც მოგება არაა რეალურად მარტო მოთამაშის ბრალი და ეს თქვენ ჩემზე უკეთ იცით....პატივისცემით...

13:14 | 05.10.2013
chesscom (4)

საერთოდ ქართველები უმადურობის მეტრები ვართ.ამის დასტური თუნდაც პოლიტიკური ბატალიებია... მუდამ,რომ იმარჯვებდნენ შეგახსენებთ,რომ ისინი დიდი ნონა და დიდი მაია(!) იყვნენ.ხოლო დღევანდელი ნაკრები როცა იგებდა და უმედლოდ არ ბრუნდებოდა მწვრთნელის მისამართით არავის დასცდენია საქებარი სიტყვა,მაშინაც კრიტიკა იყო..ეხლა წარუმატებლობის ეტაპია და ისევ კრიტიკა.. ანუ რა გამოდის,ნაკრები იმარჯვებს თუ მარცხდება ორივე შემთხვევაში მწვრთნელია სალანძღავი??თუ ასეა,ჩვენი დიდი მუხრანის სიტყვები მახსენდება: -ეხ ქართულო ჩემო გენო,მგონი ცოტას დამიმჭლევდი-ო. უსუსური გესლიანობაა,უკადრისი..

15:13 | 04.10.2013
gudu1985 (523)

kalesu (166)
ლოგიკურად მასეა უძლიერესნი რეიტინგით ნაკრებში და მერე მათ აირჩიონ მწვრთნელიც და კაპიტანიც!

12:05 | 04.10.2013
kalesu (249)

ხალხო..ახლოვდება ევროპის გუნდური და გამოგიტყდებით გული მისკდება....ნუთუ ისევ სტურუა გაყვება გოგონებს?....ეს ადამიანი ოქროს ,ნაგვად გადაქცევის ოსტატია და უკვე ვიხილეთ ეს...ხოტენაშვილს როცა დათო გაყვა პირველი და მეორე ადგილები ავიღეთ და როცა ეგ.....(((( მოკლედ....იმედია ამას ფედერაციაც ხვდება და გოგონებს კითხავს აზრს ვისი გაყოლა ურჩევნიათ,თორემ წარუმატებლობის შემთხვევაში სტურუასთან ერთად ფედერაციას ბევრI გულშემატკივრისთვის მოუწევს პასუხის გაცემა და თავსაც ვერ იმართლებს....ბოლოსდაბოლოს ყველა ხვდება,რომ ეს სტურუა გურიელი უმაქნისები არიან და ფედერაცია რა?....ვერ ხვდება....იმედია სანამ დროა დაფიქრდებიან....ცოდონი არიან გოგონები ამდენი შრომა,რომ წყალში ეყრებათ და ცოდოა "საქართველო" პოტენციალს,რომ უსამარებთ "გასტროლიორების გამო.....სანამ დროა გადაწყვიტეეეთ....ფედერაცია....ამ საქმეს სასწრაფოდ უნდა მიხედვა....არ მეთანხმებით ხალხო?....მარტო 2 მოთამაშის გულის გასახარად სტურუა არ უნდა გაუშვათ.....რას იტყვით ხალხო?

13:05 | 05.10.2013
chesscom (4)

სსაერთოდ ქართველები უმადურობის მეტრები ვართ.ამის დასტური თუნდაც პოლიტიკური ბბატალიებია... მუდამ,რომ იგებდნენ შეგახსენებთ,რომ ისინი დიდი ნონა და დიდი მაია(!) იიყვნენ.ხოლო დღევანდელი ნაკრები როცა იგებდა და უმედლოდ არ ბრუნდებოდა მაშინაც კი არავის დაცდენია საქებარი სიტყვა,მაშინაც კრიტიკა იყო..ეხლა წარუმატებლობის ეტაპია და ისევ კრიტიკა.. ანუ რა გამოდის,ნაკრები იგებს თუ აგებს ორივე შემთხვევაში მწვრთნელია სალანძღავი??თუ ასეა,ჩვენი დიდი მმუხრანის სიტყვები მახსენდება: -ეხ ქართულო ჩემო გენო,მგონი ცოტას დამიმჭლევდი-ო. უსუსური გგესლიანობაა,უკადრისი..

11:46 | 04.10.2013
kalesu (249)

გოგონებო...თქვენ ამას შეძლებთ....წარმატებები..

18:16 | 03.10.2013
gudu1985 (523)

ყველაფერი წინაა!წარმატებები ნინოს და სოფოს!

0.116887