ინდოეთის ქალაქ ჩენაიში დასრულდა ქალთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც 4 ქართველი მოჭადრაკეც თამაშობდა: ნინო ბაციაშვილი (2425), ქეთი წაწალაშვილი (2266), სოფიკო გურამიშვილი (2441) და მაკა ფურცელაძე (2374).
11 ტურის შედეგებით 8.5-8.5 ქულა მოაგროვეს ბაციაშვილმა და ინდოელებმა – მერი ენ გომესმა (2414) და სუბარამან ვიჯაიალაკშმიმ. დამატებითი მაჩვენებლებით, ნინო მე-2 ადგილზე გავიდა, ჩემპიონობა კი გომესს ერგო.
წაწალაშვილი 8.0 ქულით მე-4 გახლდათ, გურამიშვილი 7.5 ქულით მე-10 პოზიციაზე გავიდა, ხოლო ფურცელაძემ 6.5 ქულით 21-ე საფეხური დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ პარალელურად ჩენაიში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩიც მიმდინარეობს, რომელშიც ერთმანეთს ინდოელი ვიშვანათან ანანდი და ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი ეპაექრებიან.
საჩემპინო შეხვედრაში 4 ტური მიილია და ოხთივეში ყაიმი დაფიქსირდა. მე-5 ტურის პარტია 15 ნოემბერს შედგება.