ჭადრაკი

15:03 | 9.08.2013 | ნანახია 1312 - ჯერ

ბაციაშვილი და ჭარხალაშვილი კავალაში

საბერძნეთის ქალაქ კავალაში სტარტი აიღო საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირმა, რომლის უძლიერეს A დონესაც 75 მონაწილე ჰყავს. მათ შორის ორი ქართველია: ნინო ბაციაშვილი (2412) და ინგა ჭარხალაშვილი (2353).

4 ტურის თავზე ბაციაშვილს 3.0 ქულა გააჩნია და დამატებითი მაჩვენებლებით მე-5 ადგილზეა, ლიდერები კი ინდოელი სანტოშ ვიდიტი (2563) და ებრაელი ტამირ ნაბატი (2567) არიან, რომელთა აქტივში 3.5-3.5 ქულაა.

ბაციაშვილმა ბერძნებს – იოანის პოულოპულოსს (2054) და ლაბროს გიანოულაკისს (1916) სძლია, ხსენებულ ნაბატისთან და რუს ალექსანდრ ხარიტონოვთან (2547) კი ყაიმი გააფორმა. მე-5 ტურში ნინო თეთრი ფიგურებით ბერძენ დიმიტრიოს მასტროვასილისს (2595) ეთამაშება, რომელსაც ტურნირზე მე-2 განთესვა გააჩნია, პირველი რეიტინგი კი მოლდოველი დმიტრი სვეტუშკინს (2608) აქვს.

2 მოგება და 2 მარცხი მიითვალა ჭარხალაშვილმა. ინგამ ავსტრიელ ბობან ბოჟინოვიჩს (2036) და ბერძენ ფილიპოს სტამოსთან (2048) იმარჯვა, აღნიშნულ მასტროვასილისთან და ასევე ბერძენ ატანასიოს პაპადიმიტროუსთან (2240) კი დამარცხდა. ქართველი მოჭადრაკე 2.0 ქულით 36-ე პოზიციაზეა, მომდევნო პარტია კი თეთრებით ბერძენ კონსტანტინოს მეგალიოსთან (2106) ელის


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:30 | 12.08.2013
kalesu (249)

ისე...ინფორმაციისთვის...გუშინ კაცებში ,მსოფლიო თასი დაიწყო და....ბადურ ჯობავამ მოიგო...ნეტავ თუ იცით საერთოდ ეს ტურნირი,რომ ტარდება?.....გამოფხიზლდიით.....

10:13 | 12.08.2013
kalesu (249)

გოგონები ცდილობენ და ეს კარგია...ძალიან კარგია...მაგრამ ეს აგვისტო ასე უაზროდ რატომ იკარგება ვერ ვხვდები?...რას ფიქრობს ფედერაცია?...გოგონებს დიდათ წაადგებოდათ ყველანაირი ტურნირი,მაგრამ ამაზე ვინ ფიქრობს?....მარტო მე?...არ მითხრათ ეხლა ნანას თასისთვის ვემზადებითო....))) ისე ვის იწვევთ ის მაინც დაწერეთ,თორემ ჩვენები ვინ იქნება ამ ტურნირზე და ვინ ვერ იქნება დაახლოებით ისედაც ვხვდებით...და კიდევ...კავალაში 7 ტური ჩატარდა უკვე და სად არის სრული ინფორმაციაstripslashes((strlen('http://chess-results.com/tnr106851.aspx?art=2&rd=8&lan=1&wi=821')>0?'?http://chess-results.com/tnr106851.aspx?art=2&rd=8&lan=1&wi=821':'?http://chess-results.com/tnr106851.aspx?art=2&rd=8&lan=1&wi=821')) ...იქნებ ეს მაინც გამოიყენოთ...(( მოკლედ ,რაც ფედერაციაა, ის არის ჟურნალისტიკაც....როცა იქ დალაგდება ყველაფერი,აქაც დალაგდება...ხოდა ჩვენც ველოდებით...ცოტა ხანი...მერე.....ალბათ ჩვენც ავმოქმედდებით...ქართველებს შედეგები გვინდა...პოტენციალი არის ქალთა ჭადრაკში..უდუდესი...და წარმატებებს თუ ვერ მივიღებთ,ალბათ ხვდებით ვის მოუწევს პასუხისგება....გამოფხიზლდით,მიუკერძოებლად და აქტიურად იფიქრეთ სპორცმენებზე....

10:17 | 12.08.2013
kalesu (249)

ბოდიშს გიხდით..ნონას თასი უნდა დამეწერა....ნანას თასით უკვე ვისიამოვნეთ ფოთში...

0.130832