ფეხბურთი

22:52 | 25.08.2013 | ნანახია 4141 - ჯერ

ბაჩანა ცხადაძემ ჰეთ თრიქი მიითვალა

კანკავამ “შახტართან” მოიგო


აზერბაიჯანის ჩემპიონატში, კახა ცხადაძის გაწვრთნილმა ბაქოს “ინტერმა” გასვლაზე 5:1 სძლია “რავანს” და 3 გოლი ბაჩანა ცხადაძემ გაიტანა, თანაც 13-წუთიან მონაკვეთში: 30-დან 43-ე წუთამდე. თავიდან “რავანი” იგებდა, “ინტერმა” გაათანაბრა და შემდეგი სამი გოლი უკვე ქართველი ფორვარდისა იყო.

ბაჩანამ და ალექსანდრე იაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშეს, გიორგი ლომაია სათადარიგო გახლდათ, ხოლო ლაშა სალუქვაძეს ტრავმა აქვს და 18-კაციან განაცხადში არ გახლდათ. ეს “ინტერის” პირველი მოგებაა – საწყისი 3 ტურის შემდეგ,  გუნდი უქულოდ იყო.

ლიდერმა “ყარაბაღმა” გასვლაზე 1:0 აჯობა “გაბალას” და მაქსიმუმი, 12 ქულა აქვს. ნიკა გელაშვილი განაცხადში არ გახლდათ.

რუსეთის პრემიერლიგაში სამარის “კრილიამ” გასვლაზე ქულა აიღო “რუბინთან” – 1:1. ალეკო ამისულაშვილმა და გია გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშეს, ყაზანელთა მცველი საბა კვირკველია სათადარიგო გახლდათ. 6 ტურის შემდეგ, “რუბინი” მერვე საფეხურზეა, “კრილია” კი – მეთორმეტეზე.

უკრაინულ პრემიერლიგაში მოხდა იშვიათი შემთხვევა: დონეცკის “შახტარმა” წააგო. უკრაინული გრანდის დამარცხება “დნიპრომ” მოახერხა – 3:1. ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო სანდრო კობახიძე და უჩა ლობჟანიძე განაცხადს მიღმა დარჩნენ. კანკავამ კარგი მატჩი ჩაატარა. პირველ ნახევარში ჯაბამ ყვითელიც მიიღო. “დნიპრო” მესამე ადგილზეა.

 


კომენტარები (17)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:19 | 26.08.2013
Barsatoi (82)

stripslashes((strlen('http://freekick.netii.net/index.php?newsid=157')>0?'http://freekick.netii.net/index.php?newsid=157':'http://freekick.netii.net/index.php?newsid=157'))
მოურინიო : გვარდიოლას შესაძლებლობებში ეჭვი მეპარება

14:17 | 26.08.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

)))))))))))))

12:57 | 26.08.2013
Kala94 (6114)

მოშორდით რა ამ .ლე ცემპიონატებს ! ჩვენც გავიხარებთ და თქვენც კარაგდ იქნებით !

12:06 | 26.08.2013
gio82 (37)

ბაჩანას გოლები ნახეთ აქ -stripslashes((strlen('http://adjarasport.com/videos/category/4')>0?' http://adjarasport.com/videos/category/4':' http://adjarasport.com/videos/category/4'))

08:36 | 26.08.2013
vaxvax (158)

რატომ დაიღუპა კობახიძემ თავი 4 წლიანი კონტრაქტით ვერ გამიგია,ან რამოსს რა უნდა,არ სჭირდება და გაუშვას.ნებისმიერი რუსული თუ უკრაინული გუნდი აიყვანს. რატომ უხდის ხელფასს

00:13 | 26.08.2013
Torres9 (12692)

ვაკომ როგორ ითამაშა ხო არ იცით?

02:39 | 26.08.2013
სავაშა__ (6590)

ნორმალურად...

00:03 | 26.08.2013
bukiko (1046)

ნაკრებში გამოვიძახოთ გვეშველა

23:54 | 25.08.2013
El Fenomeno (2082)

მაგარი მკიდია ეგ გუნდი

23:52 | 25.08.2013
Torres9 (12692)

კაია მარა ძაან დაბალი დონეა აზერბაიჯანი

23:47 | 25.08.2013
FC.BAYERN+GERMANY (10046)

მალადეც ცოტაც და ქართული ფეხბუღტი აყვავდება ლ ოლზ

23:41 | 25.08.2013
matri (2779)

ხუანდე რამოსს, ეტყობა უთანხმოება აქ კობახიძესთან თორე ამდენი ხანი არ ათამაშო ფეხბურთელი !? კობახიძეს 4 წლიანი რამ გააფორმებინა, ეხლა მოკლავენ სკამის ხეხვით. კიდეც ერთი დაკარგული ფეხბურთელი.

23:35 | 25.08.2013
Gio Rijvadze (2474)

ბაჩანას გოლები დადეთ

23:32 | 25.08.2013
Gio Rijvadze (2474)

გოლი დადეთ რა

23:24 | 25.08.2013
GT1998 (1074)

არადა პირიქით კანკავას სტილი უკრაინისთვისაა ზედ გამოჭრილი კობახიძე უნდა მოშორდეს 4 წლიანი რამ გააფორმებინა დაალპობენ სკამზე

23:34 | 25.08.2013
Gio Rijvadze (2474)

კაი რა არამგონია დიდი წარმატებები მიაღწიო უკრაინაშI თუ შახტარში არ თამაშობ

23:48 | 25.08.2013
სავაშა__ (6590)

შენ რიჯვაძე ხარ თუ რიჯვაძიანი? დიდი წარმატებები მიაღწიო არა... კაი ბა"ვში" გააკეთოს : დდ

23:19 | 25.08.2013
Gio Rijvadze (2474)

ბაჩანს საააღOლ

23:16 | 25.08.2013
Gio Rijvadze (2474)

კანკავა იმედია მოსცილდება უკრაინას

22:59 | 25.08.2013
რაჭა (10043)

კანკავამ მართლა კარგად ითამაშა, ასე თუ გააგრძელა 'დნეპრში" მაგას აღარ გააშერებენ

0.071068