ბაქოს “ინტერის” თავდამსხმელმა ბაჩანა ცხადაძემ, ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაცი ეტაპზე, შინ ფინურ “მარიეჰამნთან” ვერმოგების (1:1) შემდეგ, azerisport.com-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნაჩვენები შედეგი ფეხბურთელების ნერვიულობამ გამოიწვია.
- რა არის მიზეზი იმისა, რომ “ინტერმა” ვერ მოიგო?
- საქმე ისაა, რომ შვებულებისა და შეკრების შემდეგ, პირველი ოფიციალური თამაში ჩავატარეთ. გარკვეულწილად ვნერვიულობდით. ალბათ, გუნდის თამაშზე ჩვენს მიერ გატანილმა სწრაფმა გოლმაც იმოქმედა. ამის შემდეგ, თითქოს გავჩერდით. თუმცა, “მარიეჰამნი” ის გუნდია, რომელიც უნდა გავიაროთ.
- ამისთვის ფინეთში გოლი გატანაა საწირო, ხოლო “ინტერის” შემტევვმა ხაზმა, რბილად რომ ვთქვათ, კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა. რა უნდა გაკეთდეს მომავალი ერთი კვირის განმავლობაში, რათა თავდასხმის ხაზის თამაში გაუმჯობესდეს?
- უბრალოდ, გოლები უნდა გავიტანოთ.
- გუნდმა ასე ცუდად რატომ ითამაშა?
- ეს მხოლოდ ნერვიულობის ბრალია. ნებისმიერ ფეხბურთელს ჰკითხეთ, თუ რას გრძნობს შეკრების შემდეგ, ევროთასებზე ჩატარებულ პირველ მატჩში.
- თქვენ შეკრების შემდეგ ჩაატარეთ პირველი ოფიციალური თამაში, ხოლო “მარიეჰამნმა” არსებობის ისტორიაში ევროთასებზე პირველად ითამაშა...
- ფინეთში საფეხბურთო სეზონი მიმდინარეობს. მე არ შევადარებ ჩვენს გუნდებს.
- მეტოქემ რამით გაგაოცათ?
- საკუთარი თავი თვითონ გავაოცეთ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ლინკი დაწერეთ რა თუ იცით
დას დას დას
რომელ არხზეა იცის ვინმემ?
აბა 12 ზე გუგუნებს ბასკეთი
რო დაუქაჩონ
.. არაა მამენტ გამორიცხული 
ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების ხელმძღვანელი დიმიტრი ბოკერია, რომელიც სუპერთასზე მატჩისათვის მზადების პერიოდში და უშუალოდ შეხვედრის დროს, "ბარსელონას" მეკავშირე ოფიცერი გახლდათ, საკმაოდ საინტერესო და ქართველი ქომაგისთვის სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს:
"ბარსა მთელ მსოფლიოში პუპულარულია, მაგრამ შევამჩნიე, რომ ფეხბურთელები ასეთი გრანდიოზული დახვედრისგან მაინც განცვიფრებულები დარჩნენ. იმას, რაც მათ „თბილისი მერიოტთან" ნახეს, აშკარად არ ელოდნენ. კლუბის მოთხოვნა კი პირნათლად შესრულდა – სასტუმროსთან შეკრებილ გულშემატკივართა სიმრავლის მიუხედავად, ფეხბურთელები არავის შეუწუხებია.
ვიცოდი, რომ ბარსაში თავმდაბალი ფეხბურთელები თამაშობდნენ, მაგრამ მაინც მეგონა, რომ ამ რანგის ვარსკვლავებს მცირე დოზით მაინც ექნებოდათ შეყრილი ვარსკვლავური სენი. მსგავსი არაფერი. კლუბის წარმომადგენლებმა ყველა ფეხბურთელი სათითაოდ გამაცნეს და მათმა უბრალოებამ და უშუალობამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სამწუხაროდ, ესპანურს არ ვფლობ, მესიმ და ბარსელონას ვარსკვლავთა უმეტესობამ კი ინგლისური არ იცის. თუმცა რამდენიმე ფეხბურთელთან, მათ შორის ხერარდ პიკესთან გასაუბრება მოვახერხე და მითხრა, რომ აქაური ატმოსფეროთი აღფრთოვანებული იყო.
კლუბის ბევრმა წარმომადგენელმა მითხრა, რომ თავი „კამპ ნოუზე" ეგონათ. ბარსელონელებმა აღიარეს, რომ უცხო ქვეყანაში თავი ასე კომფორტულად არასდროს უგრძვნიათ. ისიც თქვეს, ნეიტრალური მოედანი ჩვენი ასარჩევი რომ იყოს, ყოველთვის თბილისს ავირჩევდითო..."
თასის აღების შანსი ცოტა მაგრამ მაინც გვავს. ლუჩომ ეხლა მაინც უნდა დააყენოს ოპტიმალური შემადენლობა:
ბრავო,მატიე ფლანგზე,პიკე,მასკე და ალვეში უკანა ხაზი, წინ ბისკე ინიესტა და რაკიტიჩი და შეტევა მესი სუა და პედრო(რაფინია)
გადახალისებულად თუ დავიწყებთ ისევ არანაირი შანსი არ გვექნება. პირველივე წამებიდან მაღალი ტემპია საჭირო,პრესინგი მეტოქის მოედანზე და ეს ყველაფერი გარანტი იქნება იმისა რომ წარმატებას მივაღწიოთ. მომენტების მაქსიმალური რეალიზაცია უნდა მოვახდინოთ. თუ საწყის წუთებში გავიტანთ ერთ გოლს ეს დიდი წნეხი იქნება ბასკებისთვის.
მოკლედ მე იმედიანად ვარ მოუთმენლად ველოდები საღამოს 12საათს..
ვისკა ბარსა ვისკა კატალუნია!!
ესენი ამ თასს და ევროპის სუპერ თასსაც არ აძლევენ დიდ მნიშვნელობას, ხომ ხედავთ თბილისში მოგებულ თამაშზე 4 ლიმონი მიცეს, ესპანეთისაზე ამდენიც არ მოუწევთ, ეგ ფულები ამათთვის ერთი კვირის ხელფასი არააა
საინტერსო თამაში იქნება, სასწაულს თუ ამ ეპოქის ფეხბურთში მოახდენს პირველ რიგში ეს ბარსაა ამიტომ შანსი ნამდვილად არის.

ენრიკეს კვერცხობას რაც შეეხება კიდე, სასაცილოც აღარ არის უკვე ესეთი კომენტარები
თავი ასეთ მდგომარეობაში არ უნდა ჩაგეგდო შე კვერცხო,ეხლა გვიანია! მომინდომა ბიჭმა მეორე შემადგენლობით სასურველი შედეგის მიღწევა!!!
მადლობა უნდა თქვან პირიქით
ენრიკემ დიდი ამბავი ეს თასი თუ წავაგე ეხლა მთლად გვარდიოლობასაც ნუ მომთხოვთო
))
ქარი ამოვარდა )))