ფეხბურთი

21:17 | 19.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბაჩანა ცხადაძე: “ნაკრებიდან გამოძახებას ველი”

 

ბაქოს “ინტერის” ფორვარდმა ბაჩანა ცხადაძემ კლუბის საიტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიწვევის იმედი აქვს. როგორც იცით, საქართველო ირლანდიას უმასპინძლებს 7 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში.

“ვეცდები, ოპტიმალურ ფორმაში ვიყო, რათა ნაკრების მწვრთნელისგან ნდობა დავიმსახურო. საამისოდ კი საჭიროა, რომ “ინტერში” კარგად ვითამაშო. რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელის მსგავსად, მეც ველი ნაკრებიდან გამოძახებას”.

ბაჩანას ნაკრებში დებიუტი წლეულს ლიხტენშტაინთან ამხანაგურ მატჩში ჰქონდა.

0.135757