ბაქოს “ინტერის” თავდამსხმელმა ბაჩანა ცხადაძემ აზერბაიჯანულ ინტერნეტგამოცემა extratime.az-თან საუბარში განაცხადა, რომ მისი გუნდის მე-3 ადგილზე გასვლა ლოგიკური იყო, ისევე როგორც “ნეფთჩის” ჩემპიონობა.
- მესამე ადგილს “ინტერისთვის” კარგ შედეგად მიიჩნევთ?
- რა თქმა უნდა, უფრო მაღალი ადგილი დაკავება გვსურდა, რადგან ჩემპიონობისთვის ვიბრძოდით. თუმცა, ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ მესამე ადგილი დამსახურებულად დავიკავეთ.
- ე.ი. “ნეფთჩის” პირველი ადგილი სრულებით ობიექტურია? თქვენი აზრით, აზერბაიჯანული ფეხბურთის ფლაგმანი უბრალოდ სხვა გუნდებზე ძლიერი აღმოჩნდა?
- უდავოა! “ნეფთჩი” ჩემპიონი გახდა და ეს ნიშნავს, რომ სხვებზე უკეთესი იყო.
- როდის მიხვდით, რომ ჩემპიონობა ხელიდან გაუშვით?
- ვფიქრობ, რომ გადამწყვეტ მატჩში “ნეფთჩისთან” მოგების შემთხვევაში, მაშინ ჩემპიონობის რეალური შანსი გვქონდა. ის თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საერთოდ, ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ ჩემპიონობა გინდა უშუალო კონკურენტებს უნდა მოუგო.
- თქვენთვის განვლილ სეზონი როგორი აღმოჩნდა? რაც არ უნდა იყოს, ბევრი გოლი არ გაგიტანიათ...
- შარშანდელთან შედარებით უფრო მეტი გოლი გავიტანე, მაგრამ თავის გამოჩენა კიდევ მეტჯერ შემეძლო. ყველა ფეხბურთელმა საკუთარ თავს გაცილებით მეტი უნდა მოთხოვოს. ცალსახაა, რომ უკეთესი სეზონი შეიძლება მქონოდა.
- სეზონი დასრულებულია. გულწრფელად თქვით, ყველაზე მეტად რაზე ფიქრობთ – მონატრებულ დასვენებაზე თუ ევროთასებზე, სადაც თამაში მოგიწევთ?
- დასვენება თავისთავად, მაგრამ მაინც მომავალ ევროთასებზე ვფიქრობთ. სეზონი ძალიან გრძელი იყო, ყველა დავიღალეთ და დასვენება გვჭირდება. იმედია, ევროთასებზე ღირსეულად გამოვალთ.