ჭადრაკი

1:04 | 8.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბაადური რუსებს ქულით ჩამორჩება

სომხეთის დედაქალაქში მიმდინარე ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატს 5 ტურის შემდეგ 4.5 ქულით ორი ალექსანდრე და ორივე რუსეთიდან ლიდერობს: რიაზანცევი (2689) და მოტილევი (2656), რომლებიც მომდევნო ტურში ერთმანეთსაც დაუპირისპირდებიან.

ლიდერებს ერთი ქულით ჩამორჩება საქართველოს ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა (2716), რომელმაც გასულ ტურში თეთრი ფიგურებით რუსული ქალთა ჭადრაკის წარმომადგენელი დარია ჩაროჩკინა (2374) დაამარცხა.

ჩინებულად  განაგრძობს ასპარეზობას ნანა ძაგნიძეც (2546). მე-5 ტურში ნანამ შავებით შესანიშნავად დაიცვა თავი და ფრედ დაასრულა შეხვედრა რუსეთის ნაკრების წევრ ევგენი ტომაშევსკისთან (2711). აგრეთვე ყაიმს გამორჩა საქართველოს  ჩემპიონი გაიოზ ნიგალიძე (2527), რომელიც თეთრებით ალექსეი დრეევს (რუსეთი, 2679) ეთამაშებოდა.

მომდევნო მე-6 ტურში დაძაბული შეხვედრები ელით:  ჯობავას – რუსული ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა იმედთან, დანიილ დუბოვთან (2618), ძაგნიძეს ჩეხეთის ნაკრების ლიდერ დავიდ ნავარასთან (2700), ლუკა პაიჭაძეს (2529) – მაქსიმ როდშტეინთან (ისრაელი, 2691) და ნიგალიძეს – ბარტოშ სოჩკოსთან (პოლონეთი, 2654).

შეგახსენებთ, რომ ერევანში მიმდინარე ტურნირის საპრიზო ფონდი 150 000 ევროს შეადგენს, საიდანაც ჩემპიონი 20 000 ევროს მიიღებს, მეორეადგილოსანი – 16 000-ს, ხოლო მესამეადგილოსანი – 14 000-ს.

შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 11 ტურად ტარდება. 90 წთ/40 სვლაზე + 30 წთ. პარტიის ბოლომდე + 30 წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან. ყაიმზე შეთანხმება აკრძალულია მეორმოცე სვლამდე.

ტურნირში 27 ქვეყნის 258 მოჭადრაკე ასპარეზობს. ევროპირველობის რეიტინგ-სიას ფრანგი ეტიენ ბაკრო (2739) ლიდერობს, ხოლო ქართული ჭადრაკის ლიდერი ბაადურ ჯობავა მეექვსე ნომრადაა განთესილი.

 

ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში. 3-14 მარტი. ერევანი (სომხეთი). მე-5 ტური

ბაადურ ჯობავა (2716) – დარია ჩაროჩკინა (რუსეთი, 2374) 1:0

ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი, 2711) – ნანა ძაგნიძე (2546) 0.5:0.5

გაიოზ ნიგალიძე (2527) – ალეკსეი დრეევი (რუსეთი, 2679) 0.5:0.5

იგორ ლისი (რუსეთი, 2655) – ლუკა პაიჭაძე (2529) 0.5:0.5

სერგეი გრიგორიანცი (რუსეთი, 2574) – გიორგი ბაღათუროვი (2408) 1:0

ბორის სავჩენკო (2560) – ივერი ჭიღლაძე (2365) 0.5:0.5

სტელიოს ჰალკიასი (საბერძნეთი, 2551) – ირაკლი ბერაძე (2364) 0.5:0.5

გიგა ყუფარაძე (2507) – ბაჩანა მორჩიაშვილი (2335) 0.5:0.5

ლევონ ბაბულიანი (სომხეთი, 2491) – გიორგი სიბაშვილი (2239) 1:0

ლევან ფანცულაია (2606) – რუსლან მუსალოვი (რუსეთი, 2340) 1:0

სალომე მელია (2453) – ჰაკობ ვარდანიანი (სომხეთი, 2270) 1:0

აშოტ ნადანიანი (სომხეთი, 2399) – ნიკა ღვამბერია (2133) 0.5:0.5

მერი არაბიძე (2388) – გორ ვატინიანი (უკრაინა, 2176) 1:0

ალექსანდრე ყაშაშვილი (2378) – ედვარდ საიადიანი (სომხეთი, 2010) 1:0

ჰოვიკ აირაპეტიანი (სომხეთი, 2458) – ნოე თუთისანი (2137) 1:0

ანასტასიოს პავლიდისი (საბერძნეთი, 2340) – ნატო იმნაძე (2100) 1:0

 

ქართველ მოჭადრაკეთა სატურნირო მდგომარეობა:

36. ბაადურ ჯობავა (2706) – 3.5 ქულა;

65. ლუკა პაიჭაძე (2544) – 3;

74. ნანა ძაგნიძე (2546) – 3 ;

96. გაიოზ ნიგალიძე (2494) – 3;

113. გიორგი ბაღათუროვი (2408) – 2.5;

119. მერი არაბიძე (2374) – 2.5;

139. ალექსანდრე ყაშაშვილი (2370) – 2.5;

140. ლევან ფანცულაია (2612) – 2.5;

141. სალომე მელია (2453) – 2.5;

142. ივერი ჭიღლაძე (2380) – 2.5;

143. ირაკლი ბერაძე (2375) – 2.5;

152. ბაჩანა მორჩიაშვილი (2335) – 2.5;

158. გიგა ყუფარაძე (2507) – 2.5; 

172. გიორგი სიბაშვილი (2243) – 2.0;

192. ნიკა ღვამბერია (2125) – 2.0;

223. ნოე თუთისანი (2137) – 1.0;

231. ნატო იმნაძე (2100) – 1.0;

0.122212