“ჩელსის” სენეგალელი თავდამსხმელი დემბა ბა აცხადებს, რომ ის და მისი აგენტი ლონდონური კლუბის დასატოვებლად ემზადებიან.
“ჩემი აგენტი “ჩელსისთან” მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. გარდა ამისა, მან ახალი კლუბის ძებნა დაიწყო.
ინგლისში დარჩენა მინდა, მაგრამ თუ საზღვარგარეთ თამაში მომიწევს, სერია A-ს ვამჯობინებ.” – აცხადებს 28 წლის თავდამსხმელი, რომელმაც პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 14 თამაში ჩაატარა, აქედან მხოლოდ 2 ძირითად შემადგენლობაში.