ჭადრაკი

22:43 | 14.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

აზმაიფარაშვილი ევროპის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ზურაბ აზმაიფარაშვილის ევროპის საჭადრაკო ფედერაციის საარჩევნო კამპანიის ოფიციალური  წარდგენა 16 მარტს გაიმართება.

ევროპის 2003 წლის ჩემპიონი ზურაბ აზმაიფარაშვილი წარადგენს იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში იბრძოლებს.

ევროპის ჭადრაკის ფედერაციის არჩევნები 12 აგვისტოს ტრომსოში (ნორვეგია) მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მსვლელობის დროს გაიმართება. არჩევნების წესდების თანახმად, კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, აუცილებლად გუნდთან ერთად რეგისტრირდება.

ქართველი დიდოსტატის გარდა, პრეზიდენტის პოსტისთვის ევროპის ჭადრაკის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი სილვიო დანაილოვიც იბრძოლებს, ხოლო,  კანდიდატთა დარეგისტრირების ვადა 5 მაისს იწურება.

ზურაბ აზმაიფარაშვილის საარჩევნო კამპანიის ოფიციალური პლატფორმის წარდგენას ლეგენდარული უნგრელი მოჭადრაკე იუდიტ პოლგარიც დაესწრება, რომელიც თბილისში სპეციალურად ამ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდა. წარდგენას ასევე დაესწრება მსოფლიოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ აზმაიფარაშვილის საარჩევო კამპანიის პლატფორმის წარდგენაზე მოწვეული იყო მსოფლიოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი გარი კასპაროვიც, თუმცა, მან თბილისში ჩამოსვლა ვერ მოახერხა.

www.gcf.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109345