ბაქოს “ინტერის” პრეზიდენტმა გეორგი ნიკოლოვმა apasport.az-თან საუბარში განაცხადა, რომ კახა ცხადაძის გუნდიდან გაშვებას არ აპირებს, მაგრამ ქართველ მწვრთნელს ძალით ვერ დააკავებს, თუ მას წასვლის სურვილი ექნება.
- “გაბალასთან” მატჩის (2:3) შემდეგ, “ინტერის” მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს გადადგომა სურდა. სეზონის სტარტზე 2 მარცხის მერე, თქვენს გუნდში მწვრთნელის შეცვლა, აქტუალურია?
- არა. ამჟამად, მთავარი მწვრთნელის შეცვლა აქტუალური არაა. უბრალოდ, თამაშის მერე ცხადაძემ ემოციის ფონზე ილაპარაკა. მატჩის მერე მას მოკლედ ვესაუბრე. ასეთ სიტუაციაში მწვრთნელს ნებისმიერი რამ შეუძლია თქვას. ის დავაწყნარე და ვუთხარი: წადი, დაიძინე, დაისვენე და დილას ვილაპარაკოთ-მეთქი. ორშაბათს მწვრთნელებთან ერთად მცირე თათბირს ჩავატარებ. ეს ჩვეულებრივი თათბირია, რომელსაც ყოველი მატჩის მერე ვმართავთ. ამ დროს, მწვრთნელებს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას ვაძლევ.
- თუ ცხადაძე გუნდის წარუმატებლობაში თავს დამნაშავედ მიიჩნევს და გადადგომას მოითხოვს, რა მოხდება?
- ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მე არ შემიძლია ვინმეს სურვილს შევეწინააღმდეგო და ძალით დავაკავო. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ ნებისმიერმა, დაწყებული სამუშაო უნდა დაასრულოს. ყოველი წაგების შემდეგ მთავარი მწვრთნელის გაშვება ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება. შემთხვევით არ არის, რომ იმ 7 წლის განმავლობაში რაც კლუბს ვხელმძღვანელობ, მხოლოდ ორ მწვრთნელთან ვიმუშავე – ვალენტინ ხოდუკინთან და ჩვენი გუნდის ახლანდელ თავკაცთან. ცხადაძემ ჩემპიონატის ბოლომდე უნდა იმუშაოს, მინიმუმ, ზამთრის შესვენებამდე მაინც.
- გუნდის პირველი მეკარე გიორგი ლომაია, ორივე მატჩში სათადარიგო იყო და მის მაგივრად სალახეტ აგაევმა ითამაშა. ლომაია რატომ არ თამაშობს?
- ცუდი რა არის იმაში, რომ კარში სალახეტი დგას? ის ხომ აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მეკარეა. დღესდღეობით, ლომაია 100 პროცენტით მზად არ არის. ჩვენ გუნდში მეკარეების მდგომარეობას მათი მწვრთნელი ჯამალედინ ალიევი აფასებს. წაგებების მეკარეებთან დაკავშირება არ შეიძლება. თან, როდესაც კარში ადგილობრივი ფეხბურთელი დგას, ლეგიონერების ლიმიტში ერთი ადგილი თავისუფლდება. ესეც თავისებური ეშმაკობაა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეს 30ზე მეტი არ ღირს!!!!!
გადაირია სამყარო ბლიაძ?
მოდი პაპასთანნ ბავარიაში
ვერ ვხვდები რატომ ჰყავს ამდენი მსურველი მხოლოდ ერთი კარგი სეზონის გამო!
ეეეჰ არადა მგლების იმედი მქონდა გაისად ლიგაზე
Midit sheixebo ajobet yvelas da moiyvanet sitshi
მაგარია ეს ძაან.
კი სჯობია ოსკარს.
ეს მე მგონი ჩელსიდან გადავიდა ვოლფსბურგში. რა ბიჭი გაუშვიათ ...
გენიალური შედეგი დადო.. 10 გოლი, 20 საგოლე გადაცემა.. არანორმალურად მაგარი შედეგია
ვინც დაითრევს მაგარი შენაძენი იქნება.