ფეხბურთი

16:45 | 22.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

აზერბაიჯანში საქართველოსთან ერთობლივ ჩემპიონატზე ჯერ არ უფიქრიათ

 

აზერბაიჯანის საფეხბურთო ფედერაციების ასოციაციის გენერელურმა მდივანმა ელხან მამედოვმა განაცხადა, რომ ქართული მხარის შეთავაზება ერთობლივი ჩემპიონატის ჩატარების თაობაზე ჯერ არც კი გაუანალიზებიათ.

“ჩვენთან საუბარში ქართველებმა განაცხადეს, რომ ასეთი იდეა აქვთ. ვუპასუხეთ, რომ დაფიქრება შეიძლება, მაგრამ ეს მომავლის საქმეა. ე.ი. მათი წინადადება არც კი განგვიხილავს. მორიგ შეხვედრაზე ჩვენს მეგობრებთან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან, ერთობლივი ჩემპიონატის ჩატარების თემაზე ვიმსჯელებთ. თუმცა, ამ მიმართულებით არავითარი სერიოზული მუშაობა ჯერ არ მიმდინარეობს.

არაა გამორიცხული, იდეა საინტერესოდ და მიმზიდველად მოგვეჩვენოს. თუმცა, ამის უკან დიდი საორგანიზაციო სამუშაოები, დანახარჯები, ფიფას და უეფას პოზიცია დგას. შესაძლოა, იდეა, რომ აზერბაიჯანული და ქართული კლუბები ერთმანეთში ითამაშებენ, საინტერესო რომელიმე გულშემატკივრისთვის იყოს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ამ საქმის უკან მნიშვნელოვანი პრობლემებია”, – იუწყება მამედოვის სიტყვებს ინტერნეტგამოცემა extratime.az-ი.

0.116171