აზერბაიჯანის ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე 5-კაციანი გუნდით გამოვა. მწვრთნელთა საბჭომ სასექტემბროდ იაპონიაში წასაყვანი შემადგენლობა რამდენიმე დღის წინ დაასახელა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ დაწესებული ახალი ქვოტით აზერბაიჯანელები მხოლოდ 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ისარგებლებენ, სადაც პეკინის ოლიმპიურ ჩემპიონ ელნურ მამედლისა (73 კილოგრამში) და მსოფლიოს 2001 წლის ჩემპიონ ელხან რაჯაბლის აჭიდავებენ.
სწორედ მამედლისა და რაჯაბლიზე მყარდება უმთავრეს იმედები. მათ გარდა ტატამზე ტარლან კერიმოვი (66 კგ), ევროპის პრიზიორი ელხან მამედოვი (90 კგ) და ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი ელმარ გასიმოვი (100 კგ) გავლენ. 60, 73 და +100 კილოგრამებში კი აზერბაიჯანელებს მონაწილე არ ეყოლებათ.
მსოფლიოს ჩემპიონატი 9-13 სექტემბერს ტოკიოში გაიმართება.







