აზერბაიჯანის ძიუდოისტთა ნაკრები თბილისის მსოფლიოს თასზე გაფართოებული შემადგენლობით გამოვა. სპორტის სასახლის ტატამზე, ათიოდ დღის წინ, ბაქოში ჩატარებული მსოფლიო მასტერსის გამარჯვებულების – ელნურ მამადლისა (81 კგ) და ელხან მამადოვის (90 კგ) გარდა, აზერბაიჯანულ განაცხადში თითქმის ყველა უძლიერესი ძიუდოისტი შეიყვანეს. 21-კაციან სიაში არიან მასტერსის ბრინჯაოს პრიზიორები: ილგარ მუშკიევი (60 კგ) და ტარლან კარიმოვი (66 კგ).
აქვე სრული შემადგენლობა:
60 კგ – ილგარ მუშკიევი, ვუგარ შირინლი, ასიმ ხალაფოვი, რასიმ ასადულაევი; 66 კგ - ტარლან კერიმოვი, სარხან ახმედოვი, რუსტამ ორიჯევი, ემილ ჰასანოვი; 73 კგ – რამილ გასიმოვი, ემილ ახმედლი, რენატ მირზალიევი, ნადირ ბაბაევი; 81 კგ – რუსტამ ალიმლი, სეიმურ რზაზადე, ელხან რაჯაბლი, ტურალ საფგულიევი; 90 კგ – რამინ გურბანოვი, შაინ გეხრამანოვი, კიანან ნაგიევი; 100 კგ - შაინ მამედოვი; +100 კგ – ემილ ტაიროვი.







