ლონდონის "ჩელსი" მზადაა ბელგიის ეროვნული ნაკრების შემტევ ედენ აზარს ყოველკვირეული ანაზღურება 200 000 გირვანქამდე გაუზარდოს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული მედია იუწყება.
მას შემდეგ, რაც ფრანგულმა გრანდმა პსჟ-მ აზარისადმი ინტერესი გამოთქვა, ლონდონელები ფეხბურთელების შენარჩუნებაზე დაფიქრდნენ. ამჟამინდელი კონტრაქტით, ბელგიელი შემტევი კვირაში 170 000 გირვანქას გამოიმუშავებს და ახალი შეთავაზებით მისი ხელფასი კიდევ უფრო გაიზრდება.
იმ შემთხვევაში თუ აზარი გაუმჯობესებულ კონტრაქტს დასთანხმდება, 23 ფეხბურთელი პრემიერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.
გასულ სეზონში "არისტოკრატების" შემტევმა ყველა ტურნირზე 49 მატჩი ჩაატარა და 17 გოლთან ერთად 10 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი. ედენ აზარს "ჩელსისთან" კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში ეწურება.
გიორგი ბალახაძე