ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველმა ედენ აზარმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩისწინა ვარჯიშში მონაწილეობა ვერ მიიღო. ამის შესახებ “სკაი სპორტსი” იუწყება.
23 წლის ბელგიელმა ტრავმა პსჟ-სთან 1/4-ფინალურ მატჩში (2:0) მიიღო და ამის გამო, “სუონსისთან” (1:0) და “სანდერლენდთან” (1:2) მატჩების გამოტოვება მოუწია. სავარაუდოდ, აზარს მადრიდელებთან პირველი დაპირისპირების გამოტოვებაც მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ “ატლეტიკოსა” და “ჩელსის” პირველი ნახევარფინალური მატჩი სამშაბათს, მადრიდში ჩატარდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა უბეგურებაა, ჟოზე არასდროს ყოფილა ერთ ფეხბურთელზე ასე ძლიერ დამოკიდებული.გასაგებია რომ ძალიან სერიოზული დანაკლისია და ვილიანი ვერ ცვლის სათანადოდ,მაგრამ მე მაინც მგონია რომ უმეტეს წილად თავდასხმის სისუსტის ბრალია ჩელსის წარუმატებლობა.
ქრისტე აღსდგა!გილოცავთ ყველას!გფარავდეთ უფალი!
აღარ უნდა მორჩეს ესეთი რა ტრამვა მიიღო
დიდი ძალაა აზარი
მოუგია ატლეტიკოს