ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველმა ედენ აზარმა განაცხადა, რომ თუკი მისი მეუღლე ქალაქის შეცვლას მოისურვებს, მზადაა, კლუბი შეიცვალოს. ამის შესახებ ბელგიელმა Canal +-თან ინტერვიუში განაცხადა.
23 წლის ბელგიელისადმი დიდ ინტერესს “პარი სენ-ჟერმენი” იჩენს. ფრანგები ლონდონელთა გარემარბის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო სეზონში ეცდებიან. თავის მხრივ, აზარის მეუღლე პარიზით მოხიბლულია და იქ ცხოვრების წინააღმდეგი არაა.
ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, აზარმა “ჩელსის” მაისური 33 მატჩი მოირგო, 14 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა.