“ჩელსის” ბელგიელი შემტევი ნახევარმცველი ედენ აზარი აცხადებს, რომ ის ლონდონში თავს კარგად გრძნობს და “პარი სენ ჟერმენში” გადასვლას არ აპირებს.
“ყოველი სატრანსფერო ფანჯრის დროს ჟურნალისტები სხვა გუნდში მიშვებენ. როგორც წესი, იწერება, რომ პსჟ-ში უნდა გადავიდე.
პსჟ შესანიშნავი გუნდია, მაგრამ “ჩელსიში” თამაშით ბედნიერი ვარ და მიმდინარე, ან მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის გამოცვლის შანსი არ არსებობს.” – აცხადებს ედენ აზარი.