ფეხბურთი

17:36 | 29.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

აზარი პსჟ-ში გადასვლას არ აპირებს

ედენ აზარის პსჟ-ში შესაძლო გადასვლის შესახებ ინფორმაცია ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დასრულების შემდეგაც აქტუალურია. ბელგიის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველმა განაცხადა, რომ იგი ფრანგულ გრანდში გადასვლას არ აპირებს.  

"როდესაც "ლილი" დავტოვე, ესე იგი მინდოდა წავსულიყავი საფრანგეთიდან. ყოველ წელს მესმის, რომ პარიზული კლუბი ჩემით ინტერესდება, მაგრამ მინდა ლონდონის "ჩელსიში" დავრჩე და გავიზარდო, როგორც ფეხბურთელი - ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ თუ საფრანგეთში დავბრუნდები, კარიერას კვლავ "ლილში" გავაგრძელებ," - განაცხადა 23 წლის ფეხბურთელმა.

ედენ აზარი ლონდონის "ჩელსის" 2012 წლის ზაფხულში შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ბელგიელმა 8 თამაში ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და პირად აქტივს 2 საგოლე გადაცემაც შემატა.

გიორგი ბალახაძე

თეგებიედენ აზარი
0.11245