ფეხბურთი

18:04 | 14.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

აზარი მოურინიოს მიესალმება

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველმა ედენ აზარმა განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუკი ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით ითამაშებს. მოგეხსენებათ, ევროპული მედიასაშუალებები პორტუგალიელს “სტემფორდ ბრიჯზე” დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ.

“ჩელსიში” მოურინიოს ხილვას ნამდვილად ვისურვებდი. ის მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია. მოურინიო “ჩელსის” ფეხბურთელებსა და ქომაგებს ძალიან უყვართ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ახლა ყველანი სეზონის დასრულებას ველით. ამის შემდეგ, შვებულებაში გავალთ და მიმდინარე მოვლენებს პრესის საშუალებით მივადევნებთ თვალს”, - ციტირებს აზარის სიტყვებს Goal-ი.

რამდენიმე ავტორიტეტულ გამოცემას თუ დავუჯერებთ, მოურინიო ლონდონელებთან კონტრაქტს მაისის ბოლოს გააფორმებს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117558